მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე სიმპათიური მამაკაცები? - ნახეთ რეიტინგი | Allnews.Ge

მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ყველაზე სიმპათიური მამაკაცები? - ნახეთ რეიტინგი

გამოცემა this-is-italy იმ ქვეყნების ათეულს ასახელებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცები ცხოვრობენ. რეიტინგი 2022 წლის სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობა. ამ შედეგების მიხედვით, საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება.

პირველ ადგილს არავის უთმობენ იტალიელი მამაკაცები. ისინი ამ სიაში კვლავ ჩემპიონები არიან. გამოცემა წერს, რომ იტალიელი მამაკაცები ძალიან ლამაზები არიან და ამასთან, ისე მოდურად იცმევენ, თითქოს სულ ახლახანს გადმოვიდნენ რომელიმე გლამურული ჟურნალის ფოტოებიდან.

7c75a6ddaf3bf28e0a850bddea40ba19-mariano-di-vaio-1920-1667983195.jpeg

მეორე ადგილი ბრაზილიელებმა დაიკავეს. მათი გარეგნული მომხიბვლელობა პორტუგალიური და სამხრეთ ამერიკული გენების გავლენის შედეგია. ბრაზილიელები გამოირჩევიან შეუდარებელი მამაკაცური სილამაზით.

dating-with-a-brazilian-man-b27f-1667983245.jpg

მესამე ადგილზე მყოფი ბერძენი ბიჭები უბრალოდ განუმეორებლები არიან. ბერძენი მამაკაცები, უკვე მრავალი საუკუნეა, ქალების დიდი ყურადღების და მიზიდულობის ობიექტები არიან. ყველაზე მიმზიდველი, რაც ბერძენ კაცებს აქვთ, ეს მათი სიმეტრიული ნაკვთები და სქელი თმაა.

greek-men-700x389-1667983359.webp

ფრანგი მამაკაცების ძლიერი მხარე მოვლილი გარეგნობა და გემოვნებიანი ჩაცმაა. მათი ეფექტური ვიზუალი კი ბევრი სხვადასხვა ეროვნების და კულტურების გავლენის შედეგია.

360-f-229169123-fgxz1mz8urdtlyouiut06qhvluvwmuir-1667983421.jpg

გამოკითხვების მიხედვით, მეხუთე ადგილი გერმანელმა კაცებმა დაიკავეს. გერმანელები ცნობილები არიან მიმზიდველი სახის ნაკვთებით და აღნაგობით და გლამურული ვიზუალით. ისინი არიან სიმპატიურები და აქვთ ძალიან თეთრი კანი, რაც მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი კლიმატის დამსახურებაა.

89362-1667983574.jpg

მეექვსე ადგილი ანგოლელ მამაკაცებს ხვდათ წილად. ანგოლელებს აფრიკული და პორტუგალიური გენები აქვთ. მათთვის დამახასიათებელია მუქი ფერის, ძალიან ლამაზი და მიმზიდველი კანი და დახვეწილი სახის ნაკვთები.

angola-1-696x401-1667983630.jpg

მეშვიდე ადგილზე მყოფი ავსტრალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური კაცების ქვეყანაა. ავსტრალიელ ბიჭებს აქვთ ძალიან კარგი აღნაგობა და ლამაზი სახე. ისინი ასევე გამოირჩევიან ფოტოგენურობითაც.

xavier-samuel-1667983696.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz