ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს | Allnews.Ge

ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, ეგ­ვიპ­ტე­ში, Taposiris Magna-ს სა­ლო­ცა­ვის ქვეშ, უძ­ვე­ლე­სი "სა­ი­დუმ­ლო გვი­რა­ბი" აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­საც მათი ვა­რა­უ­დით, დე­დო­ფალ კლე­ო­პატ­რას სა­მარხთან უნდა მივ­ყავ­დეთ.

ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­ე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხადes, რომ უზარ­მა­ზა­რი გვი­რა­ბი ეგ­ვიპ­ტელ-დო­მი­ნი­კელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ალექ­სან­დრი­ის და­სავ­ლე­თით, Taposiris Magna-ს ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თხრე­ბი­სას იპო­ვეს.

ეგ­ვიპ­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, დოქ­ტორ მუს­ტა­ფა ვა­ზი­რის თქმით, მი­წი­დან 12 მეტ­რის სიღ­რმე­ში გაყ­ვა­ნი­ლი გვი­რა­ბის ჭე­რის სი­მაღ­ლე 2 მეტ­რამ­დეა, მისი სიგ­რძე კი 1.3 კმ-ია.

11-60413-1668055903.jpg

სა­ლო­ცა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ად­რე­უ­ლი გა­თხრე­ბი­სას მო­ნე­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლებ­ზეც დე­დო­ფალ კლე­ო­პატ­რა­სა და ალექ­სან­დრე დი­დის სა­ხე­ლე­ბი იყო ამოტვიფ­რუ­ლი. აქვე იყო და­მარ­ხუ­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი ღმერ­თის, ოსი­რი­სის ქან­და­კე­ბაც.

ზოგ მკვლე­ვარს სჯე­რა, რომ გვი­რაბს კლე­ო­პატ­რას სა­მარ­ხამ­დე მივ­ყა­ვართ. განაგრძეთ კითხვა

myquiz