სამჯერ დანგრეული ოჯახი, ხმაურიანი რომანი შაკირასთან და პატიმრობა ოჯახში ძალადობის გამო - როგორ გამოიყურება 61 წლის ოსვალდო რიოსი დღეს? | Allnews.Ge

სამჯერ დანგრეული ოჯახი, ხმაურიანი რომანი შაკირასთან და პატიმრობა ოჯახში ძალადობის გამო - როგორ გამოიყურება 61 წლის ოსვალდო რიოსი დღეს?

პუ­ერ­ტო რი­კო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი 61 წლის ოს­ვალ­დო რი­ო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი ორი სე­რი­ა­ლით, "კა­სან­დრა­თი“ და "ბლან­კოს ქვრი­ვით" გახ­და, თუმ­ცა ის არა­ერთ სე­რი­ალ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მსა­ხი­ო­ბად ით­ვლე­ბა...

ოს­ვალ­დო 1960 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს კა­რო­ლი­ნა­ში და­ი­ბა­და. მისი მშობ­ლე­ბი - ოს­ვალ­დო რი­ო­სი და ნელი ალონ­სო, სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობ­დნენ. მსა­ხი­ო­ბის დედა სომ­ხე­თი­და­ნაა. ოს­ვალ­დოს ჰყავს ძმა, ოს­ვალ­დო ლუ­ი­სი და და, მილდრე­დი.

მსა­ხი­ობს ბავ­შვო­ბი­დან მძი­მე შრო­მა უწევ­და, რათა მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. ხუთი წლის ასაკ­ში ოს­ვალ­დო სიმ­ღე­რით და­ინ­ტე­რეს­და და მუ­სი­კა მისი ჰობი გახ­და. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­ოსს არც კი უფიქ­რია სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე.

osvaldo-rios-51995-1668329839.jpg

1977 წელს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა, შემ­დეგ კი პუ­ერ­ტო რი­კოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ამ­ხა­ნა­გო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში მდივ­ნად მო­ე­წყო, სა­დაც 1988 წლამ­დე მუ­შა­ობ­და.

ამა­სო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბის დედა მე­ო­რედ გა­თხოვ­და. მა­მი­ნაც­ვალ­მა ურ­ჩია ოს­ვალ­დოს, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სამ­სა­ხუ­რი და ბედი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ში ეცა­და, რად­გან ბიჭს მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. სი­მაღ­ლე (185 სან­ტი­მეტ­რი) ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა ოს­ვალ­დოს, რომ სა­მო­დე­ლო, შემ­დეგ კი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

რი­ოსს შე­უძ­ლია ბას-გი­ტა­რა­ზე, დრამ­ზე და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა. რო­გორც გი­ტა­რის­ტმა, ოს­ვალ­დომ სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფიც კი შექ­მნა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე პუ­ერ­ტო რი­კო­ში კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ო­და.

hd-wallpaper-osvaldo-rios-and-coraima-torres-gypsy-coraima-torres-kassandra-man-woman-lovers-girl-actress-love-tv-series-osvaldo-rios-actor-52045-1668329856.jpg

კა­რი­ე­რის და­სა­წყი­სი

პუ­ერ­ტო რიკო პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც არც ისე კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტელე-ინ­დუსტრია, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ვე­ნე­სუ­ე­ლის, კო­ლუმ­ბი­ი­სა და მექ­სი­კის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან.

ორ­წლი­ა­ნი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის შემ­დეგ, ოს­ვალ­დო სე­რი­ა­ლებ­ში კას­ტინ­გებ­ზე მი­იწ­ვი­ეს. ორ წე­ლი­წად­ში კი სამ ფილმში გა­და­ი­ღეს.

1992 წელს მსა­ხი­ო­ბი მი­იწ­ვი­ეს სე­რი­ალ­ში "კა­სან­დრა", რო­მე­ლიც მისი კა­რი­ე­რის პი­კად იქცა.

image-52542-1668329876.jpg

სე­რი­ა­ლი "კა­სან­დრა"

1992 წელს რე­ჟი­სორ­მა გრა­ციო დ'ან­ჯე­ლომ და სცე­ნა­რის­ტმა დე­ლია ფი­ა­ლომ ოს­ვალ­დო ახალ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად შე­არ­ჩი­ეს. „კა­სან­დრას“ გა­და­ღე­ბე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დამ­წყებ მსა­ხი­ობს პარტნი­ო­რო­ბას ამო­მა­ვა­ლი ვარ­კვლა­ვი კო­რა­ი­მა ტო­რე­სი უწევ­და.

სე­რი­ალ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ი­ძი­ნა. „კა­სან­დრა“ იყო სე­რი­ა­ლი, რო­მელ­საც უფრო მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, ვიდ­რე „სან­ტა ბარ­ბა­რას“.

მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა "ქვრი­ვი ბლან­კო"

შემ­დე­გი პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტი ოს­ვალ­დო რი­ო­სის ცხოვ­რე­ბა­ში „ბლან­კოს ქვრი­ვი“ აღ­მოჩ­ნდა. სე­რი­ა­ლი 13-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს. მარ­თა­ლია, კა­სან­დრა­სა­ვით პო­პუ­ლა­რუ­ლი არ გამ­ხდა­რა, მაგ­რამ რი­ო­სის გმი­რის­თვის ტრამ­პლი­ნად იქცა... განაგრძეთ კითხვა

myquiz