საახალწლო დეკორაციები, რომელბიც სახლის გალამაზებაში დაგეხმარებათ- რითი მოვრთოთ სახლი ნაძვის ხის გარდა? | Allnews.Ge

საახალწლო დეკორაციები, რომელბიც სახლის გალამაზებაში დაგეხმარებათ- რითი მოვრთოთ სახლი ნაძვის ხის გარდა?

ახალი წელი ზღაპარია, რომლისაც სჯერათ როგორც ბავშვებს, ისე დიდებს. ზღაპარს კი ზღაპრული გარემო სჭირდება. ამ ზღაპრის მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხე რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც და მოდით, განვიხილოთ, რა შეიძლება გამოვიყენოთ ნაძვის ხის გარდა.

საახალწლო გვირგვინი

gvir-1671082785.gif

ნაძვის გვირგვინი ნაძვის ხის ჩასანაცვლებელი შესანიშნავი ალტერნატიული ვარიანტია. ეს ტრადიცია მე-16 საუკუნიდან მოდის ევროპიდან, როდესაც ევროპელები სახლში ცოცხალ ნაძვის ხეს დგამდნენ, ტოტებს არ ყრიდნენ და საახალწლო გვირგვინს ამზადებდნენ ხოლმე. გვირგვინის მრგვალი ფორმა კი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.

აქსესუარი მაგიდის ცენტრისთვის

saaxalwlo8-1671082810.jpg

ტრადიციულად საახალწლო გვირგვინს მაგიდის ცენტრში ათავსებდნენ ხოლმე, გარშემო ოთხი სანთლით. შობის ღამეს იესოს დასახვედრად სიმბოლურად თეთრი სანთელი ინთებოდა. ახლა მსგავსი დეკორი ოთახის ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ მოათავსოთ, იქნება ეს ფანჯრის რაფა, კარადა, კომოდი თუ სხვა რამ.

საახალწლო საფენი

იმისათვის, რომ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს სახლში შემოსვლისთანავე შეუქმნათ საახალწლო განწყობა, შეგიძლიათ შემოსასვლელში საახალწლო განწყობის საფენი განათავსოთ. განაგრძეთ კითხვა

myquiz