"ღიმილის ბიჭების" რეალური ისტორია - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და წლების შემდეგ ფილმის სცენარი დაწერა | Allnews.Ge

"ღიმილის ბიჭების" რეალური ისტორია - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და წლების შემდეგ ფილმის სცენარი დაწერა

ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია გვინ­და გი­ამ­ბოთ, რომ­ლის რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძეა, ხო­ლოს ცე­ნა­რის ავ­ტო­რი სუ­ლი­კო ჟღენ­ტი. "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი" ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია. 1968 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი სურ­თის გმი­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს დღემ­დე უყ­ვარს. "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი" წელს 50 წლის გახ­და და მისი გახ­სე­ნე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც არის.

თბი­ლი­სელ­მა ბი­ჭებ­მა, რომ­ლებ­მაც ის იყო სკო­ლა და­ამ­თავ­რეს, II მსოფ­ლიო ომის პირ­ველ­სა­ვე დღე­ებ­ში ჯა­რის­კა­ცის ფა­რა­ჯა ჩა­იც­ვეს, სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბი გვერ­დზე გა­და­დეს, ახ­ლობ­ლებს გა­მო­ემ­შვი­დობ­ნენ და ომის ქარ­ცე­ცხლში ჩა­ებმ­ნენ. სწო­რედ იქი­დან და­ი­წყო კი­დეც მათი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც გან­ცდე­ბით, უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი­თა და სა­ა­თე­ბით იყო სავ­სე. ჰოდა, გუ­შინ­დე­ლი ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი მძი­მე ხვედ­რის მქო­ნე მებ­რძო­ლე­ბად გარ­და­ი­სახ­ნენ.

ასე რომ, სცე­ნა­რის ავ­ტორს არა­ფე­რი მო­უ­გო­ნია, ომი სა­კუ­თარ ტყავ­ზე გა­მოს­ცა­და და ფილმში ასა­ხუ­ლი ამ­ბა­ვიც იმ ომს მი­უ­ძღვნა, რო­მელ­მაც მას და არა­მარ­ტო მას სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­აჩ­ნია.

jgenti-2018-07-01-msij24qk5f-1-1684215357.jpg

აი, რას წერ­და სუ­ლი­კო ჟღენ­ტი თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში:

"ეს ჩემი თა­ო­ბის ის­ტო­რი­აა. "ღილ­მის ბი­ჭე­ბის" გმი­რე­ბი ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, X ა კლა­სი­დან. ჩემს ყმაწ­ვი­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს სა­მუ­და­მოდ შე­მორ­ჩა კლა­სე­ლებ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოსშვე­ბი სა­ღა­მო - უდარ­დელ მხი­ა­რუ­ლე­ბას მე­ო­რე დღეს, 1941 წლის 22 ივ­ნი­სის დი­ლას დიდი სა­მა­მუ­ლო ომის და­წყე­ბა მოჰ­ყვა. მე და ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი ომში წა­ვე­დით. შემ­დეგ იყო პირ­ვე­ლი ბრძო­ლე­ბი, სან­გარ­ში და­ღუ­პუ­ლი მე­გო­ბა­რი, პირ­ვე­ლად პი­რის­პირ შეყ­რა სიკ­ვდილ­თან და უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გამ­ყვა - გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ცის ხე­ლის სით­ბო. დაჭ­რილ მე­გო­ბარს ჩა­ვუ­ყა­ვი ხელი, გული აღარ უცემ­და, მაგ­რამ სხე­უ­ლი ჯერ კი­დევ თბი­ლი ჰქონ­და. მახ­სოვს ხე­ლის სით­ბო მოკ­ლუ­ლი ჯა­რის­კა­ცი­სა, იმ სით­ბოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თან და­ვა­ტა­რებ­დი.

შემ­დეგ მძი­მედ და­ვი­ჭე­რი, ნა­წილ­ში არა­ვის ეგო­ნა, თუ სიკ­ვდილს გა­დავ­რჩე­ბო­დი, ტყვია გულს სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით აცდა. ერთი დღე სან­გარ­ში უგო­ნოდ ვი­წე­ქი. და­ღუ­პუ­ლად ჩამ­თვა­ლეს. მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ცხედ­რებს მი­წას აბა­რებ­დნენ, შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი, რუ­სე­თის რო­მე­ლი­ღაც ჰოს­პი­ტალ­ში მო­მა­თავ­სეს, შემ­დეგ შვე­ბუ­ლე­ბით სახ­ლში გა­მო­მიშ­ვეს. სო­ფელ­ში დედა მივ­ლი­და - ხალ­ხუ­რი წამ­ლე­ბით მკურ­ნა­ლობ­და. იხილეთ სრულად

myquiz