"გადაჭრილი" ფეხსაცმელი შოკისმომგვრელ ფასად - რა ღირს Balenciaga-ს ახალი ფეხსაცმელი? | Allnews.Ge

"გადაჭრილი" ფეხსაცმელი შოკისმომგვრელ ფასად - რა ღირს Balenciaga-ს ახალი ფეხსაცმელი?

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გავსალია ისევ გვაოცებს. დასვრილი ფეხსაცმელების, კროქსების, ნაგვის პარკის ფორმის ჩანთებისა და "ჩაკეცილი" ფეხსაცმელების შემდეგ დემნა საზოგადოებას მორიგი უცნაური სიახლით ბრუნდება.

Balenciaga-ს ვებგვერდზე ძალიან უცნაური ფეხსაცმელები იყიდდება. Paris mule sneakers - ასე ჰქვია ფესაცმელებს, რომლებიც "გადაჭრილ" კედებს გვაგონებს.

22-1699096955.png

როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, ქსოვილისა და რეზინისგან არის დამზადებული.

11-1699096969.png

შთამბეჭდავია მისი ფასიც.

ვეგბერდზე განთავსებული ინფორმაციით, ისინი არც მეტი, არც ნაკლები 750$ ღირს, რაც დაახლოებით ამჟამინდელი კურსით 2 000 ლარს აღემატება.

ახალი ფეხსამცელების გამოსვლას სოციალურ მედიაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

myquiz