რა ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს? - ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე | Allnews.Ge

რა ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს? - ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დროს წყვილს შე­საძ­ლოა, არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას, რაც მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია უამ­რა­ვი მითი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა, რაც ადა­მი­ა­ნებს ხელს უშ­ლის, რომ ნორ­მა­ლუ­რი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ.

ექი­მი-სექ­სო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ მარ­შა­ნია გვიყ­ვე­ბა, ძი­რი­თა­დად, რა ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რა პრობ­ლე­მე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი, რო­გორ ახერ­ხებს პა­ცი­ენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბას და რა ხდე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბის მი­ზე­ზი:

64d027f4929867f0ce12917477bcb1c9-1700113964.jpg

- ექი­მი-სექ­სო­ლო­გის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა ან­დრო­ლო­გი­სა და გი­ნე­კო­ლო­გის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ან­დრო­ლო­გი, რო­გორც წესი, მა­მა­კა­ცებ­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მუ­შა­ობს, გი­ნე­კო­ლო­გი კი, პი­რი­ქით. ექი­მი-სექ­სო­ლო­გი მკურ­ნა­ლობს რო­გორც ქალს, ასე­ვე მა­მა­კაცს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მაა გა­მოკ­ვე­თი­ლი.

თუ ქა­ლის სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქცი­ებს ავი­ღებთ, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მყავს ვა­გი­ნიზ­მით, როცა სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე ანორ­გაზ­მი­ით, ანუ ქა­ლის მიერ ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ან ხში­რი გაძ­ნე­ლე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლებ­ში ხში­რია სხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბიც. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რე­ბი­ცაა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვის, ანუ ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი აგ­ზნე­ბა­დო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. საკ­მა­ოდ ხში­რი პა­თო­ლო­გი­აა დის­პა­რე­უ­ნია, ანუ მტკივ­ნე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი აქტი. ასე­ვე, ლუბ­რი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, რო­დე­საც ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ლუბ­რი­კანტს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც აქტი კომ­ფორ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, ამა­საც გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქცი­ებს, აქ უდა­ვოდ ლი­დე­რი ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ანუ ერექ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა, რომ­ლის უამ­რა­ვი მი­ზე­ზის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს და კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გარ­და ამი­სა, მა­მა­კა­ცებ­ში ხში­რი პრობ­ლე­მაა ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია, ანუ სპერ­მის გა­მო­ყო­ფის იმ­დე­ნად აჩ­ქა­რე­ბა, რომ ეს ძა­ლი­ან დიდ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის რო­გორც კა­ცის­თვის, ასე­ვე ქა­ლის­თვის. დის­კომ­ფორ­ტი კი დის­ტრე­სის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა ხში­რი პრობ­ლე­მაა. ასე­ვე, ეა­უ­კუ­ლა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბა, ან სა­ერ­თოდ ორ­გაზ­მის მი­უღ­წევ­ლო­ბა. ამი­ტომ, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბით ხში­რია, რა­საც სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

sex-problem-couple-1680684189-1700114016.jpg

- ხში­რად წყვი­ლე­ბი პრობ­ლე­მის დროს გი­ნე­კო­ლოგს, ურო­ლოგს, ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ - კი­დევ ერთხელ რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს, რა ტი­პის პრობ­ლე­მის დროს უნდა მი­ვიდ­ნენ ექიმ-სექ­სო­ლოგ­თან?

- პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა­გან ხში­რად გვეს­მის, რომ არ აქვთ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია, არ იცი­ან, სად, ვის­თან მი­ვიდ­ნენ და ასე შემ­დეგ. ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სია, რო­გო­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მი, რა ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­დე­გე­ბი აქვს. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ ფიქ­რი ეზა­რე­ბათ. როცა ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია აქვს, რა­ტომ უნდა მი­ვი­დეს გი­ნე­კო­ლოგ­თან ან ურო­ლოგ­თან, არ მეს­მის, თუ კი­დევ რა­ი­მე სხვა არ აწუ­ხებს. თუ შარ­დვაა დარ­ღვე­უ­ლი, ან ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ურო­ლოგ­თან, გი­ნე­კო­ლოგ­თან უნდა მიხ­ვი­დე და მერე მი­მარ­თო სექ­სო­ლოგს.

your-sexual-backstory-affects-your-sex-life-scaled-1678263197-1700114030.jpg

ჯერ გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, ურო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უნდა იყოს გან­კურ­ნე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე შე­უდ­გეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის მოგ­ვა­რე­ბას. მაგ­რამ, როცა პა­ცი­ენტს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­აა აქვს და ამ თვალ­საზ­რი­სით ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთან? ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ჩემს კო­ლე­გებს, ბევ­რი ურო­ლო­გი, გი­ნე­კო­ლო­გი მე­გო­ბა­რი მყავს, ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი არი­ან და გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ზე სა­უბ­რი­სას უნდა გაგ­ვახ­სენ­დეს, რომ "პურს მე­პუ­რე აცხობს". ყვე­ლამ უნდა აკე­თოს ის საქ­მე, რაც მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი და ამი­ტომ გვაქვს ამ­დე­ნი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. რო­დე­საც ექი­მი ხე­დავს, რომ პრობ­ლე­მა სხვა პრო­ფი­ლი­საა, კო­ლე­გას დახ­მა­რე­ბა უნდა სთხო­ვოს და პა­ცი­ენ­ტი და­აკ­ვა­ლი­ა­ნოს, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს მკურ­ნა­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ვინც სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის სამ­კურ­ნა­ლოდ ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თავს, არას­წო­რად იქ­ცე­ვა.

- რას ნიშ­ნავს წყვილს შო­რის სქე­სობ­რი­ვი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა და ძი­რი­თა­დად, რა იწ­ვევს ხოლ­მე მას?

- ამ პრო­ცესს პარტნი­ო­რუ­ლი წყვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ჰარ­მო­ნია ჰქვია. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია, თა­ვის­თა­ვად, დის­ჰარ­მო­ნი­ას იწ­ვევს. უფრო ზუს­ტად კი, ეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის შე­დე­გია. მაგ­რამ, სა­ინ­ტე­რე­სოა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არც ქალს აქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია და არც მა­მა­კაცს, მაგ­რამ დის­ჰარ­მო­ნია მა­ინც არ­სე­ბობს. ასეთ დროს სექ­სო­ლო­გის ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში კლი­ნი­კუ­რი სექ­სო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა. ეს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბია: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ეს­პა­ნე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უჭ­რე­ლად რჩე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz