"დრაკონს" უყვარს წითელი ფერი" - რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი 2024 წელს: რას გვირჩევს მოდის ექსპერტი | Allnews.Ge

"დრაკონს" უყვარს წითელი ფერი" - რა ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი 2024 წელს: რას გვირჩევს მოდის ექსპერტი

2024 წელს რა ფე­რებ­ზე უნდა გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი და რას გვირ­ჩე­ვენ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი თუ მო­დის ექ­სპერ­ტე­ბი, ამა­ზე მო­დის ექ­სპერ­ტი დალი ჩი­ტა­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­დის მწვა­ნე ხის დრა­კო­ნის წე­ლი­წა­დი და ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია მწვა­ნე, ლურ­ჯი და ხის­ფე­რი, ყვე­ლა­ზე ტრენ­დუ­ლი ფერი მა­ინც იქ­ნე­ბა წი­თე­ლი და წით­ლის გრა­და­ცი­ე­ბი, და­წყე­ბუ­ლი მუ­ქით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ღია ფე­რით. წით­ლის გარ­და, წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რია მე­ტა­ლის­ფე­რი, ასე­ვე ერთი ფე­რის გრა­და­ცი­ა­ში ჩაც­მა. რაც მთა­ვა­რია, წელს შარ­ვლის წელი ლი­ბე­რა­ლუ­რია, გნე­ბავთ მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი ჩა­იც­ვით, გნე­ბავთ - და­ბალ­წე­ლი­ა­ნი. ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია ტან­ზე მომ­დგა­რი სვი­ტე­რი, კაბა და ოვერ­სა­ი­ზი ქურ­თუ­კე­ბი.

ფეხ­საც­მლის ცხვირს რაც შე­ე­ხე­ბა, ტრენ­დუ­ლია ოთხკუ­თხე­დიც და წვე­ტი­ა­ნიც. ყო­ველ­თვის ეცა­დეთ ახა­ლი შტრი­ხე­ბით სცა­დოთ ჩაც­მუ­ლო­ბის გა­ახ­ლე­ბა და თქვე­ნი ტრენ­დუ­ლი კაბა სხვა ფეხ­საც­მელ­სა და აქ­სე­სუ­არ­ზე სულ სხვა­ნა­ი­რი გა­მოჩ­ნდე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz