ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი - ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება | Allnews.Ge

ახალი პანდემია, მესამე მსოფლიო ომი, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი - ბრაზილიელი ნათელმხილველი საუბრობს იმ მოვლენებზე, რომლებიც 2024 წელს მოხდება

ბრაზილიელმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ, ისაუბრა, რა გველოდება 2024 წელს. მან ადრე უკვე იწინასწარმეტყველა COVID–ის პანდემია, დედოფალ ელისაბედის სიკვდილი და 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი.

37 წლის ათოს სალომეს (Athos Salome) თქმით, საკმაოდ დატვირთული წელი გველოდება.

სტიქიური უბედურებები

2024010518111585085-1704521545.jpg

სტიქიური უბედურებების სერია მთელ მსოფლიოს თავს დაატყდება და სალომე ირწმუნება, რომ იცის ზუსტი ადგილები, სადაც ეს მოხდება.

„ბუნება ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას“ – გვაფრთხილებს ნათელმხილველი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას და აშშ–ს სტიქიური უბედურებები თავს დაატყდება, მათ შორის ქარიშხალი, შტორმი და ტყის ხანძარი.

მესამე მსოფლიო ომი

სალომეს კიდევ ერთი წინასწარმეტყველება არის ახალი საფრთხე, რომელიც გამოიწვევს გლობალურ კონფლიქტს, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებული არ იქნება.

სალომე ამბობს, რომ საფრთხე მოდის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარი მოვლენებიდან ან ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებიდან. გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს ღრმა შედეგები და გამოიწვევს რეცესიას რამდენიმე მსხვილ ეკონომიკაში.

ასევე ბრაზილიელი პროგნოზირებს აშშ–ში შეჭრას 2024 წელს. „აშშ–ს უღალატებენ და იქნება შეჭრა, გეგმავენ თავდასხმას და იქნება უარესი, ვიდრე ოსამა ბინ ლადენის თავდასხმა 2001 წლის 11 სექტემბერს“ – წერს ის.

„ახალი მოვლენების უკან დგას ორი დიდი ლიდერი. ასე რომ, მესამე მსოფლიო ომის შესახებ გაფრთხილება გაცემულია!“

ახალი პანდემია

2024010518121585085-1704521577.jpg

სალომე პროგნოზირებს ახალ პანდემიას სასიკვდილო ვირუსებით, რომლებიც წლების განმავლობაში ჩარჩენილი იყო ანტარქტიდის ყინულებში.

ის სამხრეთ პოლუსიდან სწრაფად გავრცელდება და „მოიცავს მთელ მსოფლიოს. ამ ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.

უცხოპლანეტელებთან კონტაქტი

2024010518123085085-1704521602.jpg

სალომე თვლის, რომ ეს წელი კოსმოსის შესწავლაში მნიშვნელოვანი იქნება.

ბრაზილიელი პროგნოზირებს, რომ ადამიანები და უცხოპლანეტელები ერთმანეთს დაუკავშირდებიან „დაშიფრული სიგნალების საშუალებით, რომელსაც ტელესკოპების ქსელი დაიჭერს“ და რომ ახალი კოსმოსური რბოლა გახურდება "ძვირფასი მასალებით მდიდარი ასტეროიდის" აღმოჩენის შემდეგ.

იხილეთ სრულად

myquiz