ბათუმში, მოქალაქემ საკუთარ სახლთან გველი იპოვა | Allnews.Ge

ბათუმში, მოქალაქემ საკუთარ სახლთან გველი იპოვა

ბათუმში, გორგასალის #90-ში მოქალაქემ საკუთარ სახლთან გველი იპოვა.

მამუკა შარაბიძე აცხადებს, რომ დასახმარებლად ჯერ 112-ს მიმართა, შემდეგ კი ბათუმის მერიას, თუმცა ორივე სამსახურში უარი უთხრეს.

მამუკა შარაბიძის თქმით, მერიაში განუცხადეს, რომ "სამსახურში არსებობს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც ქვეწარმავლის ტერიტორიიდან გარიდებას უზრუნველყოფს".

დაახლოებით, ერთი მეტრის სიგრძის ქვეწარმავალი ადგილობრივებმა მოკლეს.

myquiz