ბათუმში 67 წლის მამაკაცი ეშმაკის ბორბლიდან გადმოვარდა | Allnews.Ge

ბათუმში 67 წლის მამაკაცი ეშმაკის ბორბლიდან გადმოვარდა

ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან 67 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, სასწრაფო დახმარები ბრიგადას მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

გადმოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz