რას უკრძალავს ელისაბედ II ქეით მიდლტონს და რატომ გაუშვა პრინცესების სპეციალურ სკოლაში | Allnews.Ge

რას უკრძალავს ელისაბედ II ქეით მიდლტონს და რატომ გაუშვა პრინცესების სპეციალურ სკოლაში

ერთი შეხედვით, კემბრიჯის ჰერცოგინიას ცხოვრება ზღაპრულს ჰგავს: დაქორწინებულია პრინცზე, სასახლეში ცხოვრობს, ესწრება მაღალი დონის ღონისძიებებს და ცნობილი დიზაინერესების მიერ შექმნილ სამოსს ატარებს. თუმცა, მეორე მხარეც არსებობს. მან სამეფო პროტოკოლი ზუსტად უნდა დაიცვას. ელისაბედ II რომ არ გაანაწყენოს, ქალმა საკუთარ იმიჯსა და ქცევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. სამეფო ოჯახი დიდ პატივს სცემს ტრადიციებსა და წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი წესი მოძველებულია, მაგრამ არა მხოლოდ მმართველ პირებს, არამედ მათ ნათესავებსაც ეკრძალებათ პროტოკოლის დარღვევა.

mshoblebi

მკაცრს წესებს პრინცი უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონიც შეეჩვია. გოგონა მდიდრულ ოჯახში გაიზარდა, თუმცა არა არისტოკრატიულში. ამიტომ, ქეითმა ნიშნობის შემდეგ "პრინცესების სკოლა“ გაიარა იმისათვის, რომ ქორწილამდე ეტიკეტის ექსპერტებისგან ყველა წესი ესწავლა. თავისუფლებისმოყვარე მიდლტონი მიხვდა, რომ სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგ, ის ვეღარ გააკეთებდა იმას, რაც სურდა და ვერც იმას ჩაიცვამდა, რაც მოსწონდა.

თუმცა, ადამიანებს სიყვარულის გამო ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქეითმაც სწრაფად ისწავლა ყველაფერი და ქმრის ნათესავების წესებით ცხოვრებასაც შეეგუა. როგორც აღმოჩნდა, სამეფო პროტოკოლით მას ბევრი რამ ეკრძალება. ეს არ ეხება მხოლოდ არაოფიციალურ ტანსაცმელს.

მედიამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქეით მიდლტონი არასდროს გამოჩენილა მეუღლესთან ერთად მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქით. როგორც აღმოჩნდა, ელისაბედ II დაჟინებით მოითხოვს, რომ პრინცესამ მხოლოდ ღია ფერის ლაქი გამოიყენოს.

გარდა ამისა, სადილის   დროს თუ დედოფალმა ჭამა დაასრულა, ვეღარავინ გააგრძელებს საკუთარი ულუფის მირთმევას, თუნდაც ძალიან შიოდეთ. როგორც ამბობენ, ახალგაზრდები ხშირად ეწინააღმდეგებიან ბებიის წესებს, მაგრამ, მაინც ცდილობენ, არ გაანაწყენონ.

mshoblebi

ქეით მიდლტონს არ შეუძლია ავტოგრაფის გაცემა, მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლებთან არაფორმალური კომუნიკაცია ძალიან უყვარს. ამას დედოფალი იმიტომ კრძალავს, რომ ეშინია, ვინმემ პრინცესას ხელმოწერა არ გააყალბოს და ცუდი მიზნებისთვის არ გამოიყენოს. ქეით მიდლტონს არ აქვს უფლება ნათელი და ბრჭყვიალა მანიკურით გამოჩნდეს საზოგადოებაში. მას არ აქვს უფლება სოციალური ქსელი ჰქონდეს. ქეით მიდლტონს პიარ ჯგუფი ჰყავს და მისი ტვიტერისა და ინსტაგრამის ანგარიშებს ისინი მართავენ. დედოფალი ამას იმიტომ კრძალავს, რომ ჰაკერების თავდასხმა და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი საოჯახო საკითხების საზოგადეობაში გავრცელება აირიდოს. ქეით მიდლლტონს არ შეუძლია სტანდარტულ და სასურველ სამსახურში მუშაობა. ის მხოლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ესწრება.

mshoblebi

პრინცესას აკრძალული აქვს ქმრის მიმართ გრძნობების საჯაროდ გამოხატვა. მას არ შეუძლია საყიდლებზე მარტო წავიდეს, აუცილებლად თან უნდა ახლდეს დაცვა. აკრძალული აქვს ბუნებრივი ბეწვისგან შექმნილი ტანსაცმლისა თუ აქსესუარების ტარება. არ შეუძლია ხამანწკებისა და მიდიების ჭამა. მსგავსი პროდუქტები, სათანადოდ დამუშავების გარეშე, შესაძლოა მავნე იყოს, მიდლტონს კი საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ეკრძალება. მას არ შეუძლია ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებსა და ხმის მიცემაში. ეკრძალება, საჯაროდ თქვას საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ. არა მხოლოდ ჰერცოგინიას, არამედ სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებსაც ეკრძალებათ სამაგიდო თამაშების გამოყენება და თამაში.

mshoblebi.ge

myquiz