მარტივი და ნატურალური საშუალებები ხველის სამკურნალოდ | Allnews.Ge

მარტივი და ნატურალური საშუალებები ხველის სამკურნალოდ

გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც ხველის სამკურნალოდ გამოგადგებათ

თაფლი

1-2 ჩ/კ თაფლი ხველისთვის უებარია, ის ლოწროს გამომუშავებას ამცირებს. ამასთან, თაფლს ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია, ის ბაქტერიებს/მიკრობებს ანადგურებს.

რაც შეეხება ჩვილებს, 1 წლამდე ბავშვებისათვის თაფლის მიცემისაგან სჯობს თავი შეიკავოთ, რადგან ბოტულიზმისგან (ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელსაც ბაქტერია იწვევს) დაიცვათ პატარები.

ცხელი სასმელები

ცხელი სასმელები ხველას ამსუბუქებს. გირჩევთ, ოთახის ტემეპერატურის მქონე სასმელებზე მეტი უპირატესობა ცხელ ჩაის ან, მაგალითად, ცხელ კომშის კომპოტს მიანიჭოთ.

ჯანჯაფილი(კოჭა)

ginger-powder-benefits-1643696974.jpg

კვლევები აჩვენებს, რომ ჯანჯაფილის ფესვებში არსებულ ნაერთებს შეუძლია სუნთქვის პროცესში მონაწილე კუნთების მოდუნება.

კოჭა შეგიძლიათ ჩაისთან ერთად, ცოცხლად ან თაფლთან ერთად მიირთვათ.

წყალი

წყალი უმარტივესი, საჭირო და ეფექტური საშუალებაა ხველის დროს. ის ამშვიდებს და ასუფთავებს სასუნთქ გზებს, ათხელებს ნახველს.

ორთქლი

ორთქლის სუნთქვა სასუნთ გზებს ამშვიდებს და ატენიანებს. წყალში შეგიძლიათ სხვადასხვა ეთერზეთი შეურიოთ, მაგალითად, პიტნა.

ხველას ხშირად ზედა სასუნთქი გზების ანთება იწვევს. მარილიანი წყლით ირიგაცია, ცხვირის ღრუს მარილიანი წყლით გამორეცხვა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს ეფექტურია, ამ დროს გამაღიზიანებელი ნივთიერება გამოიდევნება და მავნე ლორწოსგანაც თავისუფლდება სასუნთქი გზები.

ანწლი

272343167-1559915184389919-8920691664954772695-n-1643616413-1643697019.jpg

კენკრა ძალიან უხდება ხველას. შეგიძლიათ მიირთვათ ანწლის ექსტრაქტის მურაბა, ასევე კაფსულების ან სიროფის სახით. კვლევები აჩვენებს, რომ ანწლი ხველის დროს ძალიან ეფექტურია. განაგრძეთ კითხვა

myquiz