რა ღირს მამუკა მდინარაძის "გუჩის" ფეხსაცმელი, რომელიც "ფეისბუქზე" განხილვის თემა გახდა?
პარლამენტარი მამუკა მდინარაძე გუშინ ტელეკომპანია "იმედზე" ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც იმღერა კიდეც. მდინარაძის მუსიკალური ნიჭი ცნობილია, ამიტომ ეს გადაცემაც ჩვეულებრივ ჩაივლიდა, რომ არა დეპუტატის ლოფერები, რომელმაც ლამის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის დაკავების თემა გადაფარა.
სოციალურ ქსელში დღეს დილიდან აზიარებენ ფოტოს, სადაც მამუკა მდინარაძეს შიშველ ფეხზე ძვირადღირებული ლოფერები აცვია.
"შიგნით უეჭველი ის კაბრიოლეტი ნასკები აცვია, მარტო ქუსლზე რო გეფარება“
"კოჭები აქვს შეშუპებული, სანამ ანგიოლოგთან მივა, ცივი შხაპი გაიკეთოს დღეში რამდენჯერმე და სიმაღლეზე შემოაწყოს ფეხები, ცოტა შვება ექნება... და კიდევ ესეთი მოჭერილი "ტუფლები" არ ატაროს" - წერენ სოციალურ ქსელში.
როგორც გავარკვიეთ, მდინარაძის ლოფერები „გუჩის“ ფირმის არის. ამ მონაცემებით კი მისი ფასი 895 დოლარია. თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, მამაკაცის ეს მოდელი წინდებსა და შლაქსებსაც უხდება.