"2000 ლარი გვიჯდება ბანკეტი და სესხი გამომაქვს... როდის დამთავრდება ეს მეტიჩრობა?" - შეწუხებული მშობლის წერილი და მიმართვა მშობლებს | Allnews.Ge

"2000 ლარი გვიჯდება ბანკეტი და სესხი გამომაქვს... როდის დამთავრდება ეს მეტიჩრობა?" - შეწუხებული მშობლის წერილი და მიმართვა მშობლებს

თქვენს გვერდზე რამდენჯერმე წავიკითხე წერილი ბანკეტის თემაზე და დავრწმუნდი, რომ ბევრი იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც მოგახსენებთ, ამიტომაც გავბედე მოწერა და გულისტკივილის გამოხატვა.

რაიონში ვცხოვრობ, საკმაოდ ხელმომჭირნედ და მუდმივი ეკონომიით, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის შემოსავალი ყველაფერს გაწვდეს. ორი შვილი გვყავს და უფროსი, გოგონა, წელს ამთავრებს სკოლას. ეს ბოლო წელი როდის დამთავრდება, უკვე დღეებს ვითვლი, გასაქანი აღარ მაქვს და ყველა ნერვი და რესურსი გამომეცალა. ჯერ რეპეტიტორების თანხა ძლივს შევაკოწიწეთ და ყველამ კარგად იცით, რა ღირს. რაიონში თითქოს ცოტა ნაკლებია ეს თანხა, წელიწადში 1000-1500 ლარად ამზადებენ თითოეულ საგანში, მაგრამ მინიმუმ სამ საგანზე რომ გადაიანგარიშო, წელიწადში 3000-4500 ლარი მაინც გჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადო, რადგან სკოლა ვერ იძლევა სათანადო ცოდნას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

ახლა სასწავლო წლის ბოლო მოახლოვდა და ახალი და უფრო დიდი განსაცდელი გვაქვს. არ ვიცი, უფრო რამდენიმე ბავშვი აქტიურობს თუ მშობელი, ვისაც ალბათ, ძალიან ბევრი აქვს და სხვის შეძლებას არ უყურებს... ფაქტია, ისეთი სურვილები გამოხატეს და ისე დაგეგმეს ბოლო ზარი და ბანკეტი, ფაქტობრივად, უსახსროდ ვრჩებით მთელი დარჩენილი წელი. არადა, თუ არ აყევი ყველაფერში, ბავშვსაც გული სწყდება და რაღაცნაირად, თეთრი ყვავივით გამოდიხარ. წარმოიდგინეთ, ჯერ ბოლო ზარი დაიგეგმა მთელი ღონისძიებით, ფორმებით, გადაღებით, ვიდეოს ჩაწერით და სუფრით და ამისთვის უკვე გროვდება 300 ლარი. საბანკეტოდ ისეთი სივრცე აირჩიეს, მხოლოდ მისი ქირაობა გვიჯდება თითო ადამიანს 200 ლარი და დედა-შვილს, შესაბამისად - 400 ლარი.

ცალკე ტორტი, გადაღება, კიდევ რაღაც წვრილმანი ხარჯები და ესეც ალბათ კიდევ 100 ლარი დაჯდება. ახლა კაბები? ისეთ კაბებს ყიდულობს ზოგიერთი, 500-600 ლარი რომ ღირს და ჩემს შვილსაც მოუნდა, რომ მანაც შეიკეროს გრანდიოზული კაბა ან იყიდოს ისეთ მაღაზიაში, სადაც მინიმუმ 400 ლარი ღირს კარგი კაბა. ფეხსაცმელი 100 ლარზე ნაკლები არ ღირს. მაკიაჟი+ვარცხნილობა 150 ლარად თუ იშოვე, გაგიმართლა. ბიჭების მშობლებსაც არანაკლები ხარჯი აქვთ, თუ კოსტიუმზე დაზოგეს და 200-300 ლარში გამოვიდნენ, ძვირფასი მანქანის ქირაობა მაინც უწევთ, რომ გოგონას მიაკითხონ და წაიყვანონ ბანკეტზე. იხილეთ სრულად

myquiz