"კაზანტიპმა" დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ სლავი ნაშები ქართველ კაცებზე ჭკუას კარგავენ"

"კაზანტიპმა" დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ სლავი ნაშები ქართველ კაცებზე ჭკუას კარგავენ"

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "კაზანტიპის" მისთვის მნიშვნელოვან დადებით მხარეზე წერს.

"ამ საცოდავმა კაზანტიპმა, რომელიც მოუშუშებელ იარად დააჩნდა ქართულ წმინდა მორალს, როგორც ვიცი მატერიალურად ბევრი ვერაფერი შემატა ჩვენს ფინანსურად ბედკრულ სამშობლოს, სამაგიეროდ დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ სლავი ნატაშები, ტანიები და სხვა დასახელების ნაშები ქართველ კაცებზე ჭკუას კარგავენ და მათ დანახვაზე ტანსაცმელს იხევენ ტანზე... შესაბამისად 37 მანეთიანი ტკბილი მოგონებების დაყვედრებებსაც წერტილი დაესვა - მე ეს ყველაფერი ძალიან მახარებს, რადგან ძალიან მომბეზრდა იმის მტკიცება, რომ იმ თავგასიებულ და აროგანტულ ქართველებს, რომლებიც ამ მითოლოგიის ძირითად გმირებს წარმოადგენენ, არც ბრეჟნევის რომანტიკულ "უძრაობის" ხანაში ხვდებოდნენ ვნუკოვოს აეროპორტში სექსი კატიუშები და ლარისები ყვავილებითა და შოკოლადებით ხელში, არც გორბაჩოვის "დათბობისა და გლასნოსწის" მხიარულ ეპოქაში... მით უმეტეს არც დღეს ელოდება მათ არავინ... ბოლოს და ბოლოს, როგორც ვიცი, ასეთებზე არც ქართველი ქალები გიჟდებიან მაინცა და მაინც და მათი დაწუნებული ან უკეთეს შემთხვევაში სექონდ ჰენდი "გივი" და "სასო" ვის რა ჯანდაბად უნდა?:):)", - წერს ქურდაძე.

ტეგი: კაზანტიპი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს