კედები, უგები, ბალეტკები - რა შედეგი მოაქვთ მათ სისტემატურ ტარებას

კედები, უგები, ბალეტკები - რა შედეგი მოაქვთ მათ სისტემატურ ტარებას

კედები, უგები, ბალეტკები ნებისმიერი ახალგაზრდის გარდერობშია. არადა, ამ მოხდენილი დიზაინის ფეხსაცმელს ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია მოზარდი ორგანიზმისთვის. ამ ერთი შეხედვით მოხერხებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება, მოზარდის ტერფის დეფორმაცია, მომავალში ძვლების ჩამოყალიბების დარღვევა გამოიწვიოს - ასე აფრთხილებს ბრიტანეთის ორთოპედთა ასოციაცია მოსახლეობას. მათ დერმატოლოგები და პედიატრებიც მხარს უჭერენ. მათი მოსაზრებით, ეს ფეხსაცმელები არა მარტო ტერფის დეფორმაციას, წვივის არეში სისხლძარღვების შევიწროვებას და კანის დაავადებებსაც იწვევს.

"თანამედრივე ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაუხდელად აცვიათ ფეხსაცმელი, რომელსაც სინამდვილეში მათი ტერფის დაცვა არ შეუძლია. შედეგად ვიღებთ თაობას, რომელსაც მრავალგვარი დაავადება აწუხებს, - აცხადებს ლონდონის ორთოპედიული კლინიკის ექიმი ემა საპლი, - ყველაზე მეტად გოგონები ზარალდებიან, რადგან ამ მოდური ფეხსაცმლის ძირითადი მომხმარებლები სწორედ ისინი არიან. დღევანდელ გოგონებს ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმელი აცვიათ, რომელიც ტერფს მყარად ვერ იჭერს. ან ძალიან მაღალ ქუსლზე დგანან, რაც ასევე ტერფის არასწორ მდებარეობას განაპირობებს.

კედები

პრაქტიკულად ეს არის თხელ რეზინის ძირზე აგებული ქსოვილის ფაჩუჩი. მათი მთავარი ნაკლი ქუსლის არქონაა. მეტიც, მათ საერთოდ არ გააჩნიათ ძირზე რაიმე სახის რელიეფი. ბრტყელი ძირი ვერ უზრუნველყოფს მიწაზე დარტყმისას ტერფის ამორტიზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიარულისას გადადგმული ყოველი ნაბიჯი ხერხემლისთვის მიკროტრავმაა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია