მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები

მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები

შხამიანი (შუბის) ბაყაყი

სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეებში, პატარა და ძალიან ლამაზი ბაყაყები ბინადრობენ, რომელთაც სახელად შუბის ბაყაყებსაც უწოდებენ. მაგალითისთვის, ოქროსფერი შუბის ბაყაყის სიგრძე მხოლოდ 5 სანტიმეტრია, თუმცა, იგი იმდენ შხამს შეიცავს, რომ 10 ადამიანის მოკვლა შეუძლია. ძველად, ადგილობრივი ტომები ამ ბაყაყების შხამს ისრებს უსვამდნენ და საკუთარ სამიზნეს ერთგვარ სასიკვდილო ინექციას უკეთებდნენ.

გველი ტაიპანი

ტაიპანს შხამის რაოდენობის გამო, სასტიკ გველსაც უწოდებენ. მის ერთ ნაკბენში იმდენი შხამია, რომ 100 ადამიანი მოკვლა შეუძლია. მისი შხამი ძალიან ტოქსიკურია, 200-300-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი კობრის. მის შხამს 45 წუთში შეუძლია სრულიად ჯანმრთელი ადამიანი მოკლას. თუმცა, მეცნიერებმა გამოიგონეს ანტიდოტი, რომელსაც შხამის უგულებელყოფა შეუძლია. გარდა ამისა, თვითონ გველი საკმაოდ მშიშარაა, როგორც კი რაიმე საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე იმალება. ამის გამო, ადამიანისთვის ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს. მისი გავრცელების არეალი ავსტრალიაა.

მორიელი ლეირუსი

იცოდით, რომ მორიელების უმეტესობა ადამიანებისთვის საშიში არ არის?

საქმე ის არის, რომ ნაკბენების უმეტესობა მხოლოდ ტკივილის შეგრძნებასა და შესიებას იწვევს. თუმცა, არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად, მორიელი სახელად ლეირუსი - იმის გამო, რომ მისი შხამი სხვადასხვა ნეიროტოქსინებისგან შედგება, იგი გაუსაძლის ტკივილებს იწვევს, რომელსაც ციებ-ცხელება, კომა, კონვულსია, პარალიჩი, ხოლო ბოლოს სიკვდილი მოსდევს. მორიელის ეს ჯიში გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

სამეფო კობრა

ყველაზე გრძელ შხამიან გველად სამეფო კობრა მიიჩნევა. მისმა სიგრძემ შესაძლოა 5,6 მეტრის სიგრძეს მიაღწიოს. სამეფო კობრის შხამი იმდენად ტოქსიკურია, რომ სამ საათში მოზრდილი სპილოს მოკვლა შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ, ადამიანზე. მართალია, გველებს შორის მასზე უფრო შხამიანებიც არსებობენ, მაგრამ კობრის ამ სახეობას შხამის ყველაზე დიდი რაოდენობის გამოყოფა შეუძლია, რის გამოც იგი დანარჩენ გველებს შორის ლიდერობს. სამეფო კობრა სამხრეთ-დასავლეთის გაუვალ ტყეებსა და სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს.

კუბომედუზა

ყველაზე შხამიანი ცხოველების ჩამონათვალში, საპატიო პირველ ადგილს ე.წ. კუბომედუზა იკავებს. ასეთი სახელწოდება მან სხეულის კუბური ფორმის გამო მიიღო. ამ ერთი შეხედვით, ძალიან სიმპათიურმა არსებამ უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში 6 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შხამი, რომელსაც მედუზა ფლობს, დედამიწის ზურგზე ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მას შუძლია მსხვერპლის ნერვული სისტემის, კანის უჯრედების და გულის დაზიანება.

თუმცა, ყველაზე საშინელი ის არის, რომ მედუზის შხამს ისეთი დიდი ტკივილი მოაქვს, რომ მსხვერპლი შოკური მდგომარეობის გამო იძირება ან უბრალოდ გული უჩერდება. იმისათვის, რომ მსხვერპლს გადარჩენის შანსი ჰქონდეს, აუცილებელია იარის სასწრაფო დამუშავება ძმრით. მედუზა ავსტრალიისა და აზიის წყლებში გვხვდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს