ქალის სხეული 40 წლის ასაკისთვის გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. იცვლება სხეულის ფორმა, სახის ნაკვთები. თანდათან იმიჯშიც ცვლილებების შეტანა ხდება საჭირო. უკვე სხვა სტილის სამოსზე გადავდივართ. გამონაკლისი ვერც ვარცხნილობა იქნება.
სახე ხომ ქალის გარეგნობის "ფუნდამენტია". სახე კი ვარცხნილობის გარეშე წარმოუდგენელია. მაინც რა სტილის ვარცხნილობა უნდა მოირგოს 40 წელს გადაცილებულმა ქალმა. ამ ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფოტოიდეას.