მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ

მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში მისი ქალიშვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მამაომ თავისი შვილის ამ ტიპის ფოტოები არ უნდა გამოაქვეყნოს. თემის რეზონანსულობიდან გამომდინარე, AMBEBI.GE კომენტარისთვის მამა პეტრეს დაუკავშირდა.

- მე ვფიქრობ, საზოგადოება სათანადოდ არაა მზად იმისათვის, რომ ხდებოდეს ჩაკირული სტერეოტიპების მსხვრევა და თავისუფალი ნების გამოხატულება იქნეს პროგრესულად მიღებული. ბუნებრივია, საზოგადოება ჭრელია და ყველას საკუთარი შეხედულებები და მიდგომები გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშანვს იმას, რომ მართლმადიდებლობა არის სუბიექტური და ყველას ისე ესმოდეს, როგორც მას სურს. იმაში ცუდი არაფერია, როდესაც ადამიანი შინაგანად არის თავისუფალი, რადგან სწორედ თავისუფალი ნებით შეიძლება მიაღწიოს ჭეშმარიტებას, მაგრამ ამ ხელოვნური აკრძალვებით, წინააღმდეგობებით, შურით, ბოღმით და სიძულვილით აუცილებლად აცდებიან იმ გზას, რასაც მართლმადიდებლობას ეძახიან. მე კი მიმაჩნია, ეს ყველაფერია, გარდა მართლმადიდებლობისა. მე ვარ სასულიერო პირი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილებიც გახდნენ მოძღვრები ან მოზავნები და იარონ ლეჩაქით. ის ფოტო ნამდვილად არ იყო ისეთი ტრაგიზმით აღსავსე, რა გამოხმაურებაც მას მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ძალიან მაინტერესებს, როდესაც ადამიანი მდინარეში, ჩავა პალტო უნდა ეცვას?! მე მივიჩნევ, რომ ამ ფოტომ უარყოფითი რეაქცია სწორედ მათში გამოიწვია, ვისაც ძალიან მოეწონა ეს სურათები, მაგრამ აღიარება არ უნდა.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ გარკვეული შურის ფაქტორი ამოძრავებდათ მათ, ვისაც მძაფრი რეაქცია ჰქონდა?

- მე ასე ვფიქრობ, მით უმეტეს 13 წლის ბავშვი რა ტიპის ფოტოს გადაიღებს, არა მგონია, რომ განსჯის საგნად უნდა იქცეს. მე ვთვლი, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია პირადი ცხოვრება და ამიტომაც ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით. სხვათა შორის, ამ მძაფრი რეაქციით უფრო მეტად საინტერესოს ხდიან ჩემი შვილის პიროვნებას და ცხოვრებას, რომელიც არასდროს ყოფილა მონობაში და არც არასდროს იქნება, პირიქით მას ძალიან კარგად ესმის, რა არის მართლმადიდებლობა და ძალიან კარგად იცის, თუ რა არის მისი უფლებები და რა - სხვისი.

- მამა პეტრე, ასეთ რეაქციას ელოდით საზოგადოებისაგან?

- სიმართლე გითხრათ, გარკვეულწილად ველოდი კიდეც და სწორედ ამიტომაც დავდე ეს ფოტო, რათა მოხდეს ჩაკირული სტერეოტიპების მსხვრევა და ადამიანებმა თავისუფლად აზროვნება ისწავლონ. ნუ იქნებიან მონობაში, ქრისტე იმისთვის კი არ მოვიდა, რომ მონობაში ვიყოთ, არამედ მოვიდა იმისთვის, რომ მონობისაგან გაგვანთავისუფლოს.

- სამომავლოდაც შეიძლება მსგავს ექსპერიმენტს ველოდოთ?

- ჩემი შვილი დადის სამოდელო სტუდიაში და სამომავლოდ შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს თქვენც მოგიპატიჟოთ ჩვენებაზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

მეტი ინფორმაციისთვის| სკანდალი, რომელიც მამა პეტრეს მიერ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა - "ქრისტიანობა მეტისმეტად გამიწიერდა..."

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

მოიგე „ხელფასი“ და აკეთე ყველაფერი, რაც გაგიხარდება!

ემოციური დამშვიდობება მაშველ ძაღლებთან - "ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ"