ყველასთვის საყვარელი სოციალური ქსელი ”ინსტაგრამი” ზუსტად ხუთი წლის წინ ჩაეშვა ინტერნეტში. დღეს მისი საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს 40 მილიარდზე მეტი ფოტო აქვთ ატვირთული, ხოლო რეგისტრირებული ადამიანების რიცხვი 400 მილიონს აჭარბებს. სტატისტიკის მიხედვით, დღეში ”ინსტაგრამზე” 80 მილიონი ფოტო იტვირთება. დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ფოტოებს, რომელიც ინსტაგრამზე არსებობის ხუთი წლის მანძილზე ატვირთულა.