რამდენ ლარად შეგვიძლია მოვაწყოთ სამზარეულო და რა ძალისხმევას ითხოვს ეს პროცესი

რამდენ ლარად შეგვიძლია მოვაწყოთ სამზარეულო და რა ძალისხმევას ითხოვს ეს პროცესი

უკვე 6 წელია ერთად ვართ. აქედან 3 წელია ბინას ვაკეთებთ. წუნია ვარ. მიყვარს სისადავე, უპირატესობას ხარიხსა და გემოვნებას ვანიჭებ. ამ ყველაფრისა და ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რემონტი არა თვეებში, არამედ წლებში გაგვეწელა.

გემრიელად ჭამა უყვარს. მე მომზადება არ ვიცი. თუმცა საყვარელი ადამიანის გამო, მზად ვარ დღეში რამდენიმე საათი სამზარეულოში გავატარო. სტიმულისთვის კარგი გარემო მჭირდება. აქედან გამომდინარე, სამზარეულოს რემონტს ყველაზე მონდომებით მივუდექი. ბევრი დისკუსიის, ფიქრისა და ნერვების აშლის შემდეგ, სამზარეულო სახლის ყველაზე ლამაზ ნაწილად გადაიქცა. თუმცა ყველაზე რთული ჯერ წინ იყო.

ჯერი სამზარეულოს ავეჯზე მიდგა. სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი, თუ როგორი დიზაინის სამზარეულო მინდოდა, გავიარე უამრავი კონსულტაცია, ვესაუბრე ნაცნობ დიზაინერებს და ბევრი რამ შევიტყვე, მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

თურმე, 2015 წლის სამზარეულოს მოდის ტენდენციების თანხამად, კლასიკური მოდელებიდან თანამედროვე მოდელებისკენ ვინაცვლებთ. სამზარეულოს ავეჯი უფრო ფუნქციონალური და უბრალო უნდა იყოს. შეიცვალა ტენდენცია ფერებშიც. ინტენსიური, მკვეთრი ფერები, ისეთები, როგორიცაა წითელი და მწვანე, ადგილს თბილ და ღია ფერებს უთმობენ. მაგალითად, თეთრს, კრემისფერს, ნატურალური ხის ეფექტის მქონე ზედაპირებს. ყველაზე მოდური სამზარეულოს ავეჯი ერთ ფერშია გადაწყვეტილი, რომლის გახალისებას დიზაინერები სამზარეულოს ფერადი მაგიდით ან ჭაღით გვირჩევენ. მოდაშია ასევე, მეტალის დეტალები, რომელიც ჩვენს სამზარეულოში კარადების სახელურების სახით შეიძლება გამოიკვეთოს.

სამზარეულოსა და მისაღები ოთახის გაერთიანება, ახალი ტენდენციების თანახმად წარსულში რჩება. თუმცა, საოცნებო სამზარეულოს შექმნის დროს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სამზარეულოს ავეჯის გამძლეობა და ხარისხია. როგორც წესი, სამზარეულოს ავეჯი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იცვლება.

შერჩეული მასალაზე და მწარმოებელზე დამოკიდებულია მისი მრავალწლიანი გამძლეობა და შესახედაობა ინტენსიური ექსპლუატაციის პირობებში. მოდის ტენდენციები, ხარისხი და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ჩემს ბიუჯეტში ჩატევა - რთული დილემის წინაშე აღმოვჩნდით. სასურველი სამზარეულოს ავეჯის მოპოვების ორი გზა არსებობს ქართულ ბაზარზე: ბრენდული მაღაზიები და ხელოსნები, რომლებიც კერძო დაკვეთებზე მუშაობენ.

ელიავას ბაზრობაზე ფეხი დილის 10 საათზე შევდგით. ჩვენი კოშმარიც აქ დაიწყო. საკმარისი აღმოჩნდა, ერთ ხელოსანს გაეგო, რისთვის მოვედით და 10 წუთში მთელმა ელიავამ იცოდა, რას ვეძებდით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზუსტად ვიცოდი სამზარეულოს ფერი და დიზაინი, ყველა საკუთარ ვარიანტს მთავაზობდა. ეს ვარიანტები საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. დამეუფლა შთაბეჭდილება, რომ აქ ყველა ერთი დიზაინით, სტანდარტით და მასალით მუშაობს. ხასიათი მალე კიდევ უფრო გამიფუჭდა, როდესაც მითხრეს, რომ შეკვეთის შემთხვევაში, ჩვენი სამზარეულოს დამზადებას 3-4 კვირა დასჭირდებოდა. ლოდინი აღარ გვინდოდა. ერთადერთი ღირებულება გვაკავებდა - ჩვენს მიერ შერჩეული მასალის კვადრატული ღირებულება 150 დოლარას შეადგენდა. ღირებულებაში მასალა და ხელობა შედიოდა. თუმცა, ცალკე უნდა გვეყიდა სახელურები, ბოლტები და მსგავსი ტიპის ნივთები.

ელიავადან რომ გამოვდიოდით, უკვე 4 საათი იყო. ორივე ძალიან დავიღალეთ. თუმცა გადადება აღარ გვინდოდა და ბრენდულ მაღაზიებს მივაშურეთ, სადაც სამზარეულოს ავეჯი გვეგულებოდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღაზიებს რაოდენობა ცოტა არ არის, თუმცა უმრავლესობაში ფასები საკმაოდ მაღალია. მაინც გადავწყვიტეთ გვეცადა ბედი და ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით. აქ უკეთესი სიტუაცია დაგვხვდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ სიწყანრეა, სისუფთავეა და საკუთარ აზრს თავზე 10 ადამიანი არ გახვევს. მეორე, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, ეს სამზარეულოების დიზაინი და ხარისხი აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, ბრენდული მაღაზიები აქტიურად, ტენდენციების მიხედვით ანახლებენ კოლექციებს. ქარხნული დამზადება კი მათ ხარისხს უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი კი ავეჯის ღირებულებას.

ელიავას ბაზრობისგან განსხვავებით, სადაც 17 კვადრატული ზომის სამზარეულოს ავეჯი 2550 დოლარი გვიჯდებოდა, იგივე ზომის ავეჯის ღირებულება ბრენდულ მაღაზიაში 3500 დოლარიდან 6000 დოლარამდე მერყეობს. თუმცა აქ ხარისხი და დიზაინი ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს.

მეორე მინუსი სამზარეულოს ავეჯის ზომები აღმოჩნდა. მაღაზიებში წარმოდგენილი მოდელები ჩვენს სამზარეულოში ან არ ეტეოდა ან კუთხეს არ ერგებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთულია, როცა რემონტს რამდენიმე წელი აკეთებ, მასში მთელ სულსა და გულს დებ, ხარჯავ უამრავ ენერგიასა და ნერვებს, როცა როგორც იქნა, გადაწყვეტთ ერთად ცხოვრებას და სამზარეულოს ავეჯის გამო, ეს ყველაფერი შეიძლება ისევ გადაიდოს. ორივე საშინელ ხასიათზე დავდექით.მაგრამ მაინც განვაგრძეთ ძიება. 7 საათი ხდებოდა, როცა "ემბავუდის" მაღაზიას მივუახლოვდით. სხვა ბრენდული მაღაზიებისგან განსხვავებით, აქ სამზარეულოს ავეჯის ღირებულება 600-დან 2000 ლარამდე მერყეობდა. საკმაოდ დახვეწილი სამზარეულოები იყო, თანაც მორგებული როგორც პატარა სამზარეულო ოთახისთვის, ასევე დიდისთვის. მომეწონა ფერი, თეთრი იყო, კრემისფერში. ხარისხიც ჩემს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

ასევე აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სამზარეულოები დაკვეთით მზადდება და დიზაინერის უფასო მომსახურებასაც გულისხმობს. ფართობის აზომვის შემდეგ, დიზაინერი ადგენს სამზარეულოს პროექტს და იქვე თანხასაც ანგარიშობენ. ძალიან გაგვიხარდა. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ და იმედია, მალე გადავალთ ჩვენს ახალ სახლში. რჩევა ყველას ვინც სამზარეულოს ავეჯის შეძენას აპირებს: გაითვალისწინეთ ტენდენციები, ეცადეთ ისეთი სამზარეულო გააკეთოთ, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობთ. ყურადღება მიაქციეთ ხარისხს, გაფუჭებული კარადები სიამოვნებას ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავეჯის შეძენისას ოფიციალური გარანტია მოგცენ და არ ენდოთ ჰაერზე დაპირებებს, ისეთს, როგორსაც ბევრ მაღაზიასა და ბაზრობებზე ვისმენთ: "არა, პრობლემა არ არის, არაფერი დაემართება".

და ბოლოს, რაც მთავარია, სანამ ზუსტად ისეთ სამზარეულოს ვერ იშოვით, როგორზეც ოცნებობთ, არ იჩქაროთ.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით, მამა-შვილი გარდაიცვალა

საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით