ტაძარში ყვავილები მიიტანეთ და აკურთხეთ - როგორ უნდა აღნიშნოთ სულთმოფენობა

ტაძარში ყვავილები მიიტანეთ და აკურთხეთ - როგორ უნდა აღნიშნოთ სულთმოფენობა

კვირას, 19 ივნისს მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძარში ყვავილები უნდა აკურთხოთ. შაბათი კი მიცვალებულთა დღეა, სულთაობა და მასაც სათანადო აღნიშვნა სჭირდება. ამ ყველაფერთან დაკავშირებულ კითხვებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია) გვაპუხობს:

- აღდგომიდან 50- ე დღეს სულთმოფენობაა, როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღე?

- სულთმოფენობისთვის მზადება, არის უძველესი ტრადიცია, ქრისტიანები არა მხოლოდ შინაგანად, გარეგნული თვალსაზრისითაც რთავდნენ ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ: ქალაქგარეთ ტალავრებს აწყობდნენ - ტოტებისგან დაწნულ კარვებს დგამდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ კარავში ცხოვრობდნენ და ამით იხსენებდნენ სინას მთის ძირში ცხოვრებას, სადაც უფალმა 10 მცნება მისცა მოსეს. მსგავსად მოსესა და მოციქულთა, ჩვენც უნდა აღვიჭურვოთ მოლოდინით, რათა სულიწმინდის ნიჭის ვეზიაროთ.

- ეკლესიაში ყვავილების თაიგული მიაქვთ, მინდვრის ყვავილები ჯობს თუ დეკორატიული თაიგულიც შეიძლება?

- ნებისმიერი სიმწვანის მიტანა შესაძლებელია.

- ეს ყვავილები სად უნდა წავიღთ, შევინახოთ? განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი