ჰგვანან თუ არა უცხოპლანეტელები ადამიანებს?

ჰგვანან თუ არა უცხოპლანეტელები ადამიანებს?

როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები, სად ცხოვრობენ ისინი და რას საქმიანობენ - ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებს მეცნიერებს და მიუხედავად მრავალი განსხვავებული ჰიპოთეზის არსებობისა, მკვლევრები თანხმდებიან იმაზე, რომ უცხოპლანეტელები გარეგნულად ადამიანებს ჰგვანან.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, საიმონ კონვეი მორისის აზრით, უცხოპლანეტელებმა ისეთივე ევოლუცია განიცადეს, როგორიც ადამიანებმა. აქედან გამომდინარე, ფილმ "ავატარის" პერსონაჟები არცთუ ფანტასტიკურები ყოფილან. პროფესორი მორისი დარწმუნებულია, რომ ადამიანებისა და უცხოპლანეტელების სხეულის ბიოქიმიური შემადგენლობა ერთნაირია. გარდა ამისა, თურმე უცხოპლანეტელებიც ქვედა კიდურებით დადიან და თვალებით ხედავენ.

მათაც ახასიათებთ ისეთი ადამიანური ნაკლოვანებები, როგორებიცაა სიხარბე და სისასტიკე. ისიც შესაძლებელია, რომ უცხოპლანეტელები ადამიანებზე გაცილებით ადრე არსებობდნენ სამყაროში.

პროფესორი კოლინ პილინჯერი, რომელი ხელმძღვანელობდა მარსზე ფრენებს, არ ეთანხმება მორისის ჰიპოთეზას და ამბობს, რომ დასკვნები მხოლოდ სამეცნიერო კვლევების შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს. მისი აზრით,  მარსის სრულყოფილი შესწავლა უცხოპლანეტელებზე არსებულ ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.

ნინო ქორჩილავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს