შაქრო კალაშოვის ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია

შაქრო კალაშოვის ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ზღულაძის თქმით, ეს არის ხანგრძლივი პროცედურა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის განცხადებით კი, ისინი ესპანელ კოლეგებთან აქტიურად თანამშრომლობენ და აქვთ უკვე ინფორმაცია, რომ სასამართლომ კალაშოვს პატიმრობა შეუფარდა და მადრიდის ციხეშია მოთავსებული.

მისივე განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კალაშოვის ადვოკატები გაასაჩივრებენ. ქართული მხარე მუშაობს ასევე ნარკოდანაშაულში ჩართული კიდევ ერთი პირის ნუგზარ ბოჭორიშვილის დაკავების და ექსტრადიციის საკითხზე. ბოჭორიშვილიც ესპანეთში იმყოფება.

კალაშოვი ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე გუშინ დააკავეს. ესპანეთში საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩასული. შსს-მ გამოააშკარავა სქემა, რომლის მიხედვითაც კალაშოვის მფარველობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი საქართველოში სამხრეთ ამერიკიდან შემოდიოდა, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე ნაწილდებოდა.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ დანაშაულში ჩართული პირები საქართველოში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ