ავტორი:

ფარდების ფართო არჩევანი და მისაღები ფასი - რა არჩევანი გვაქვს თუ ბაზრობაზე წასვლა არ გვინდა

ფარდების ფართო არჩევანი და მისაღები ფასი - რა არჩევანი გვაქვს თუ ბაზრობაზე წასვლა არ გვინდა

ფარდა ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორად შერჩეულმა ფარდამ შესაძლოა, ოთახი უფრო ფართო, ნათელი და მყუდრო გამოაჩინოს.

წელს აქტუალური ფერი მარჯნისფერია, რომელიც, ასევე, ტრენდულია ინტერიერშიც. ღია პასტელური ფერის გარემოში ძალიან მომხიბვლელია ინტენსიური მარჯნისფერი ფარდები. მრავალფეროვანია საფარდე კარნიზების არჩევანიც, თუმცა წელს განსაკუთრებით მოდური ლუვერსიანი ფარდები და მეტალის კარნიზებია.

ბოლო პერიოდში აქტუალურია გრძელი, იატაკზე ოდნავ დადებული ფარდა. ძალიან მოდურია რამდენიმე ფანჯრის თავზე ერთი კარნიზის გაკეთებაც, რაც დიდი სივრცის ილუზიას ქმნის. თუ კედლები და ავეჯი ღია ფერებში გაქვთ, შეგიძლიათ ფარდის ფერები აურიოთ და ამით გაახალისოთ სივრცე. ხოლო თუ, პირიქით, ავეჯი ხასხასა და მკვეთრი ფერის გაქვთ, ეცადეთ ფარდაც ანალოგიური ფერი არ იყოს, რომ სივრცე ძალიან არ გადაიტვირთოს და მალე არ დაგღალოთ.

ნებისმიერი შემთხვევაში ფარდის არჩევისას დიდი დაფიქრებაა საჭირო. საქართველოში არსებობს ერთი მითიც, რომ თითქოს ფარდების ფართო არჩევანი მხოლოდ ბაზრობაზეა და აუცილებლად იქ უნდა წავიხდე, რომ მისაღებ ფასად იყიდო ფარდა და თან მრავალფეროვანი არჩევანი გქონდეს. იქ მართლაც დიდი არჩევანია, მაგრამ არ არის მთავარი - კომფორტი, რომელიც ფარდის არჩევისას კარგად დაფიქრების, შერჩევის, შეხამების და საბოლოო არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგცემს. და თუ მაინც გაუძელი და შეარჩიე, მერე იწყება მთავარი სირთულე - ლოდინი. სად გინდა ბაზრობაზე, სიცივეში, სიცხეში, ან სულაც წვიმასა და ტალახში გაატარო მინიმუმ 3-4 საათი? თან მანქანას ახლოსაც ვერ აჩერებ და ფარდებაკიდებულს შეიძლება კილომეტრის გავლაცი კი მოგიწიოს ფეხით.

ჰოდა, რომ იცოდეთ, ფაქტი, რომ კარგი ფარდის ყიდვა მხოლოდ ბაზრობაზეა შესაძლებელი მართლაც მითია. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ „გორგიაში“, კომფორტულ გარემოში აარჩიოთ სასურველი 500-მდე სახეობის ფარდიდან, პარალელურად შეიძინინოთ კარნიზი, ფარდის სარჭი თუ სხვა ნებისმიერი აქსესუარი მისაღებ ფასად, იქვე მიიღოთ მკერავის მომსახურება და შინ ბედნიერი დაბრუნდეთ.

ადგილზე დაგვხდებიან კონსულტანტებიც, რომლებიც ინტერიერის მიხედვით დაგეხმარებიან სასურველი ფარდის შერჩევაში და კვალიფიციურ რჩევებსაც მოგცემენ. „გორგიაში“ შეძლებთ, შეიძინოთ კრეპის, ტილოს, ორმხრივი და სხვა სახეობის ფარდები ისე, რომ არ შეგეშინდებათ ამინდის, არც დაღლის. მანქანასაც ჰიპერმარკეტის ავტოსადგომზე დააყენებთ და უპრობლემოდ გამოიტანთ შენაძენს მანქანამდე.

შეძენილი ფარდების მოცულობიდან გამომდინარე შეკერილ საბოლოო პროდუქტს შეძენიდან მაქსიმუმ მეორე დღეს მიიღებთ. თუ შეკერვას შედარებით ცოტა დრო სჭირდება, შეგიძლიათ იქვე ჰიპერმარკეტში გაიაროთ, სხვა საჭირო პროდუქცია შეიძინოთ, „გორგიას“ კაფეში ყავა მიირთვათ ან უბრალოდ გახვიდეთ და საჭირო დროის გასვლის შემდეგ დაბრუნდეთ.

რაც შეეხება ფასებს, ეს საკითხი კიდევ უფრო საინტერესოდ და მომხიბვლელად ჟღერს. „გორგიაში“ ფარდის ღირებულება 7 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირიანი, ექსკულზიური მოდელები 31 ლარი ღირს. ექსკლუზიური მოდელები თურქეთის საწარმოებიდან პირდაპირ „გორგიაში“ მოდის.

1 მ. ფარდის ლენტის ღირებულება 0,40 ლარიდან იწყება. ერთი ლუვერსი კი 1,60 ლარი ღირს. ორფარდიანი კარნიზის საწყისი ღირებულება 1,25 ლარია.

„გორგიაში“ შესაძლებელია ფარდა-ჟალუზის შეძენაც, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და ინტერიერში კარგად შეხამებით საინტერესო შედეგსაც მიიღებთ. მათი ღირებულება 34-70 ლარს შორის მერყეობს.

ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე

„ცოლად გამოგყვები, თუ ლუდის უნიკალურ რეცეპტს შექმნი...“ - სიყვარულის ამბით დაწყებული ლუდის 400 წლიანი ისტორია

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“დიაბეტური თვალის, ბადურის ქირურგიისა და თვალის ტრავმული დაზიანებების ცენტრი შეიქმნა