ავტორი:

როგორ  დავგეგმოთ იდეალური ბანკეტი-  რჩევები მეთორმეტეკლასელებისთვის

როგორ  დავგეგმოთ იდეალური ბანკეტი-  რჩევები მეთორმეტეკლასელებისთვის

სასწავლო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად საბანკეტო სამზადისიც იწყება. ახალგაზრდები ცდილობენ, მაქსიმალურად იდეალური გამოსაშვები საღამო ჰქონდეთ. უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს დღე დიდი ცვლილებების მომტანი იქნება მათთვის. გოგონებისთვის კი ბანკეტი განსაკუთრებულად ჯადოსნურ და ზღაპრულთან ასოცირდება. ეს დღე მართლაც დაუვიწყარი რომ იყოს, თინეიჯერები სამზადისს დიდი ხნით ადრე იწყებენ. მათ უამრავი დეტალის გათვალისწინება უწევთ, რომ ყველაფერი იდეალური იყოს და ეს ყველაფერი საბოლოოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც გამოსაშვები საღამოს დაგეგმვაში დაგეხმარებათ:

სთხოვეთ სკოლადამთავრებულებს, გამოცდილება გაგიზიარონ

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოუცდელობის გამო შეიძლება გარკვეული დეტალებით გამოგრჩეთ. მათ, ვისაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ბანკეტი, უკეთ იცის რას უნდა მიაქციოთ მთავარი ყურადღება, რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ რესტორანი და მუსიკალური გაფორმება, სად და როგორ დაგეგმოთ ფოტოსესია.

ნუ შეარჩევთ ძალიან გადატვირთულ ლუქს

ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ბანკეტი აუცილებლად გრძელ, ფუშფუშა კაბებს, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ, ბაფთებით შემკობილ ვაჟებს და ძალიან მკვეთრ მაკიაჟს ნიშნავს. სულაც არ არის ასე. შეგიძლიათ მოიშოროთ სხეულიდან ასეთი ზედმეტი ტვირთი და უფრო სადა სტილი აირჩიოთ. ასე უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს და უკეთესადაც ისიამოვნებთ ამ დღით.

კარგად დაგეგმეთ სალონური პროცედურები

მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე დიდი ხნით ადრე მოგიწევთ ჩაწერა, რადგან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი მეტად დატვირთულია ბანკეტებითა და ქორწილებით. ამიტომ კარგ სტილისტებსა და ვიზაჟისტებს ყოველთვის წინასწარ ჰყავთ კლიენტები ჩაწერილი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ლაზერული ეპილაციის გაკეთებას და სოლარიუმში რუჯის მიღებას აპირებთ, ესეც გეგმის მიხედვით უნდა გააკეთოთ. ეპილაციის შემდეგ გარკვეული პერიოდი გარუჯვა არ შეიძლება. გარუჯულ კანზე კი ეპილაცია არ კეთდება. მეორე მხრივ, ყურადღებით შეარჩიეთ სილამაზის ცენტრები და სპეციალისტები, რომ მოულოდნელი უსიამოვნებისგან დაზღვეული იყოთ. სილამაზის სალონებისა და მრავალფეროვანი პროცედურების ფართო არჩევანი შეგიძლიათ ნახოთ hotsale.ge-ზე. ეს ვებგვერდი რამდენიმე სახის სარგებელს გთავაზობთ. გარდა იმისა, რომ მომსახურებას მიიღებთ ფასდაკლებით, თქვენ დარწუმნებული იქნებით, რომ სალონში ზუსტად იმ მომსახურებას მიიღებთ, რაც შეთავაზებაშია. რადგან hotsale მუდმივად ამოწმებს პარტნიორ კომპანიებს. გარდა ამისა, hotsale-მა ცოტა ხნის წინ შეფასების სისტემაც დაამატა და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ აფასებენ თითოეულ შეთავაზებას ის მომხმარებლები, რომლებმაც ამ სერვისით უკვე ისარგებლეს.

ყველაფერი ერთად, თითოეული კლასელის ჩართულობით დაგეგმეთ

თუ გამოსაშვები საღამოს ორგანიზებას რამდენიმე ბავშვი ჩაუდგება სათავეში და ბოლო დღემდე დეტალებსი სხვებს არ ეცოდინებათ, დიდი შანსია, რომ რომელიმე უკმაყოფილო დარჩეს. ამიტომ მუდმივად ეცადეთ მთელი კლასი ჩაერთოთ ბანკეტის დაგეგმვაში, ყველამ თქვენი წვლილი შეიტანოთ. ეს განსაკუთრებით რესტორნისა და მუსიკალური გაფორმების შერჩევას ეხება. უმჯობესია, ერთად გადაწყვიტოთ რესტორანი გირჩევნიათ ცოცხალი მუსიკით თუ კლუბური გარემო. სასურველი მათგანი შეგიძლიათ აარჩიოთ hotsale.ge-ს შეთავაზებებიდან, სადაც მართლაც მრავალფეროვანი არჩევანია და რაც მთავარია, ფასდაკლებით. ბანკეტი ხომ ისედაც დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული და რაღატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი, როცა hotsale.ge-ს შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ფოტო და ვიდეო გადაღება არ გამოგრჩეთ

დღეს სელფების პოპულარობამ პიკს მიაღწია, მაგრამ ბანკეტზე პროფესიონალი ფოტოგრაფი და ოპერატორი მაინც აუცილებელია. მათ კი აუცილებლად წინასწარ შეუთანხმდით, თუ რამდენ ფოტოს გადაიღებს, რამდენს დაამუშავებს, როდის ჩაგაბარებთ ფოტოებს, რა ფორმით მოხდება ეს დისკით მოგცემთ თუ ონლაინ აგიტვირთავთ. ვიდეოს მემონტაჟეს ჰკითხეთ, როგორ აპირებს ვიდეოს დამონტაჟებას. ზოგს ბევრი ეფექტის დადება უყვარს, რაც შემდეგ ახალგაზრდების უკმაყოფილების მიზეზი ხდება ხოლმე. ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის შეგიძლიათ hotsale.ge-ს შეთავაზებებიდან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ hotsale.ge საბანკეტოდ კომპლექსურ პაკეტებს გთავაზობთ და შეგიძლიათ უამრავი საკითხი მარტივად და ერთიანად გადაჭრათ. ამ რჩევების გათვალისწინებითა და hotsale.ge-ს შეთავაზებების გამოყენებით, თქვენი გამოსშვები საღამო სწორედ ისეთი გამოვა, როგორზეც ოცნებობდით. და თან დაზოგილი თანხით შეგიძლიათ ბანკეტის მეორე დღეს ექსკურსიაც კი მოაწყოთ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი