ესპანეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის სასამართლომ შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთის სასამართლომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში ესპანეთის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. ესპანეთის სასამართლომ საქართველოს მთავარი პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, კალაშოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

კალაშოვი ესპანელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს სამართალდამცავების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად უმსხვილესი ნარკოტრანზიტის კონტროლი ედება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ