ავტორი:

ე.წ. ქურდული კლანების დაპირისპირება აფხაზეთში - რატომ ეწინააღმდეგებოდა "პიზა" "ჩირო გალსკის" გალში დაკრძალვას

ე.წ. ქურდული კლანების დაპირისპირება აფხაზეთში - რატომ ეწინააღმდეგებოდა "პიზა" "ჩირო გალსკის" გალში დაკრძალვას

საბერძნეთში გარდაცვლილი ე.წ. კანონიერი ქურდის, ჩირო შონიას აფხაზეთში გადასვენების გარშემო რამდენიმე დღეა ადგილობრივ მოსახლეობაში კამათი და კრიტიკა არ წყდება. 56 წლის ქართველი კრიმინალი ახალი წლის ღამეს გარდაიცვალა და აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცველები მის ახლობლებს ენგურის `საზღვრის" გადაკვეთის უფლებას კარგა ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ, რასაც რეგიონის მოსახლეობის თქმით, რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

ekhokavkaza.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო "აფხაზურ მილიცია", ასევე ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის" ახლობლები.

"Telegram-ზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის მილიცია ქართველ ჭირისუფალს მისი გალში გადმოსვენების უფლებას არ აძლევდა, რადგან ამ ფაქტმა "ადგილობრივი აფხაზი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებში უკმაყოფილება გამოიწვია", - წერს გამოცემა, რომლის ჟურნალისტი, იზიდა ჭანია ენგურის ხიდის ფოტოს ავრცელებს, სადაც ე.წ. მილიციაა მობილიზებული.

იზიდა ჭანიას ფოტო

მისი პოსტის კომენტარებში, ადგილობროვები წერენ, რომ "ოფიციალური ინფორმაციით", ენგურის ხიდი ჩაკეტილი იყო, "თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისებისთვის იხსნება."

სხვების ცნობით, ჩირო შონიას მშობლიურ გალში გადმოსვენების წინააღმდეგი იყო ადგილობრივი ე.წ. კანონიერი ქურდი, რაულ ბარცბა იგივე "პიზა", რომელსაც მიაჩნია, რომ აფხაზეთი მისი კონტროლისა და და გავლენების დაფარვის ზონაა.

"ხელმძღვანელობასთან" შანტაჟზე მიდიოდა, მაგრამ "საბოლოოდ, მძიმე სენით გარდაცვლილ ქართველ კრიმინალთან და ბჟანია-ანქვაბის გუნდთან ბრძოლაში დამარცხდა", - წერენ აფხაზები.

"დიდი ხნის განმავლობაში არ ხსნიდნენ ენგურის ხიდს, რადგან "პიზას" არ აწყობს "ჩირო გალსკის" აქეთ გადმოსვენება. ვიცი, რომ მის მიერ მხარდაჭერილი და ზურგგმაგრებული პოლიტკოსები და სხვადასხვა პირები რეკავდნენ ხელისუფლებაში და მათ სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების ჩაგდებით, ტურისტული სეზონზე არეულობით აშანტაჟებდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, მაგრამ ეტყობა, პროქართული კლანიც მიაწვა. მოკლედ, კაცმა არ იცი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი სოციალურ ქსელში.

"არ ეკადრება "პიზას" ასეთი რამე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარდაცვლილი ქართელი ქურდის ეშინია. აქ დაბადებული გაზრდილი იყო ის კაცი და ცხადია, ეყვარებოდა თავისი სამშობლო. მე ის გამიკვირდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მისი სიტყვა არ გაითვალისწინა. ესე იგი, "იქიდან" ძლიერი ზეწოლა იყო...", - მიაჩნია ილია გოლანძიას.

"შიშში არ არის საქმე, პრინციპის ამბავი იყო - პიზა ამბობს, თავი დამანებეთ, ეს ჩემი კონტროლის ზონააო... "ჩირო გალსკის" საფლავზე აუცილებლად ჩამოვლენ და შეიკრიბებიან. ყველამ იცის, რომ აფხაზეთში კრიმინალი და პოლიტიკა გადაჯაჭვულია, ამიტომაც, "პიზას" არ სურს იმ კომფორტის დანგრევა, რომელიც შეიქმნა ისედაც მასსა და ქართველებთან დაახლლოებულ ქურდებს შორის სამკვდრო-სასიცოცლო ბრძოლაა გაჩაღებული და ლამის ყოვლდღე აძლიერებს დაცვას. შესაბამისად, სულ არ უნდა მისი მტრების მომრავლება და მოძლიერება", - წერს "ირაკლი სუხუმსკი."