ავტორი:

ტოპ 5 სასიყვარულო წიგნი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ვალენტინობისთვის

ტოპ 5 სასიყვარულო წიგნი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია ვალენტინობისთვის

მართალია, ვალენტინობის დღესასწაული წელიწადში მხოლოდ ერთხელაა, მაგრამ რომანტიკული განწყობა და სიყვარულის ეიფორიის განცდა ყოველდღე გვინდა. ამაში დაგეხმარებათ საუკეთესო თანამედროვე წიგნები სიყვარულის შესახებ, რომლებიც წარმოუდგენელ და ლამაზ ისტორიებს აღწერს.

სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის, წარმოგიდგენთ საუკეთესო სასიყვარულო წიგნების არჩევანს. სიყვარულმა ასაკი არ იცის, ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ტოპ 5 ყველაზე პოპულარული, რომანტიკული და სენტიმენტალური რომანები და მოთხრობების კრებული, რომლებიც აუცილებლად მოეწონება ყველა ასაკის რომანტიკოს ადამიანს.

თუ ჯერაც არ შეგირჩევიათ საჩუქარი სიყვარულის დღისათვის, ეს წიგნები იდეალური ვარიანტია!

1. თანამედროვე სიყვარული

„თანამედროვე სიყვარული“ არის დანიელ ჯონსის შემაძრწუნებელი წიგნი სიყვარულზე, თავისი მრავალი ფორმით: 80-წლიანი სიყვარული („როცა აღსასრული ახლოვდება“); აკრძალული სიყვარული... ეს არის წიგნი უპირობო სიყვარულზე და გარდასულ სიყვარულზე; სიყვარულის მოლოდინზე და მოულოდნელ სიყვარულზე. ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარია ვალენტინობის დღისთვის, რადგან გასაოცარი სიყვარულის ისტორიების კითხვისას, მის ფურცლებში დაიკარგებით.

2. ჭამე, ილოცე, შეიყვარე

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ელიზაბეტ ჯილბერტის ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა. მემუარებში აღწერილია ავტორის მოგზაურობა ქმართან განქორწინების შემდეგ და ამ მოგზაურობის დროს გაკეთებული აღმოჩენების შესახებ. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას შეძლებს. საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს. წიგნის ეკრანიზაციის უფლება Columbia Pictures-მა შეიძინა და ამავე სახელწოდების ფილმი, ჯულია რობერტსის მონაწილეობით, კინოთეატრებში 2010 წლის აგვისტოში გამოვიდა.

3. ორი ნაბიჯი შენამდე

შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც ვერასდროს შეეხები? სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას. ერთადერთი რამ, უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ ანაღვლებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

4. სიყვარულის ორმოცი წესი

"სიყვარულის ორმოცი წესი“ თურქი მწერლის - ელიფ შაფაქის რომანია, რომელიც ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა. წიგნი ეფუძნება ელიფ შაფაქის ისტორიულ კვლევას, რომელიც მან საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში მოამზადა. პირველად, წიგნი 2009 წელს ამერიკაში გამოიცა და 33 ენაზე ითარგმნა. მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი. ეს რომანი დღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველშიც.

ნაწარმოები ორი ერთმანეთის პარალელურად განვითარებული ისტორიისგან შედგება. მისი მთავარი გმირი თანამედროვე ამერიკელი ქალია, რომლის ცხოვრებაშიც ორი საოცარი სამყარო შემოიჭრა: სიყვარული და აღმოსავლეთი.

5. კონა რჩეული ნაწარმოებები

კრებულში თავმოყრილია ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და ფემინისტის, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილის როგორც კარგად ნაცნობი, ისე შედარებით მივიწყებული მოთხრობები, აქვეა მისი ერთადერთი პიესა და მოგონებებიც. ეს ყოველივე კი მკითხველს შეუქმნის შესაბამის სივრცეს გაბაშვილის შემოქმედების ხელახლა გასააზრებლად.

ეკატერინე გაბაშვილს მოღვაწეობამ მეტად რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე, სოციალურად თუ პოლიტიკურად გარდამავალ ეპოქაში მოუწია. მისი მწერლური ოსტატობა, საზოგადოებრივი აქტიურობა და მსოფლმხედველობის მასშტაბურობა თამამად უსწორებს თვალს ეპოქის პარადოქსებს და მნიშვნელოვნად უსწრებს ეპოქალურ მოვლენებს, ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაბაშვილის პროზის განხილვა დღევანდელობის კონტექსტში. ეს „დაბრუნებაც“ სწორედ მწერლის პოპულარიზაციასა და მის ნაწარმოებთა ხელახლა, სხვადასხვა პერსპექტივიდან წაკითხვას გულისხმობს.

(R)