ავტორი:

ვის აქვს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი - ჭკვიანი კომპიუტერის გამოთვლის ახალი შედეგები

ვის აქვს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი - ჭკვიანი კომპიუტერის გამოთვლის ახალი შედეგები

ბრაზილიას 2002 წლის შემდეგ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი არ მოუგია, მაგრამ არსებობს იმის ალბათობა, რომ 2022 წელს კატარში გასამართი მუნდიალი მისი ახალი გამარჯვების შანსად იქცეს.

ჭკვიანი კომპიუტერი სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოგების მაღალ ალბათობას უკვე მეექვსედ ვარაუდობს.

ჭკვიანი კომპიუტერი არის სისტემა, რომელიც ითვლის გუნდების მოგების, წაგებისა და ფრის ალბათობას, მათ მიერ ჩატარებული თამაშებიდან, გუნდის სიძლიერისა და რეიტინგის მიხედვით. ის ასევე აფასებს მოწინააღმდეგე გუნდის ძალებსა და შემადგენლობას. ასევე პროცენტული სისტემით უშვებს ალბათობას, თუ ვინ შეიძლება გავიდეს ჩემპიონატის ფინალში.

ამ ეტაპზე კომპიუტერის გათვლით, ბრაზილიას გამარჯვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდება - 5 გზის გამარჯვებულებს "ჭკვიანმა მანქანამ“ ჩემპიონატის მოგების 16 % - იანი შანსი განუსაზღვრა, ხოლო ფინალში გასვლა 25%-იანი შანსით ივარაუდა.

მომდევნო ადგილზე არგენტინაა. ლიონელ სკალონის გუნდს, რომელიც c ჯგუფის ფავორიტია, კომპიუტერმა ჩემპიონატის მოგების 12,5% -იანი შანსი მიანიჭა.

ბრაზილიისა და არგენტინის შემდეგ მსოფლიო თასის მოგების ფავორიტები არიან: საფრანგეთი (12,2%), ესპანეთი (9,1%) და ინგლისი (8.7%).

იხილეთ ასევე:

მოამზადა ლუკა ცხვედიანმა