ავტორი:

18 წლიანი ქორწინების შემდეგ კევინ კოსტნერი მეუღლეს შორდება - რას ასახელებს წყვილი განქორწინების მიზეზად?

18 წლიანი ქორწინების შემდეგ კევინ კოსტნერი მეუღლეს შორდება - რას ასახელებს წყვილი განქორწინების მიზეზად?

კევინ კოსტნერი 18 წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს, კრისტინ ბაუმგარტნერს შორდება. განქორწინებაზე განცხადება 68 წლის მსახიობის მეუღლემ შეიტანა და მიზეზად მათ განსხვავებულ მოსაზრებებზე უთანხმოება დაასახელა.

49 წლის ბაუმგარტნერმა მათი დაშორების თარიღად 11 აპრილი დაასახელა და მათ სამ შვილზე, 16 წლის ქეიდენზე, 14 წლის ჰეისზე და 13 წლის გრეისზე მეურვეობა მოითხოვა. კოსტნერი, თავის მხრივ, ერთობლივ მეურვეობას ითხოვს. წყარო People-თან ამბობს, რომ განქორწინება კოსტნერის იდეა არ ყოფილა: "ეს ის არ იყო, რაც მას სურდა და რომ შესძლებოდა სიტუაციის შეცვლა, ამას გააკეთებდა."

მსახიობი მანამდე, 16 წლის განმავლობაში სინდი სილვაზე იყო დაქორწინებული. კოსტნერს სილვასთან ქორწინებიდან კიდევ 4 შვილი ჰყავს. წყვილი 1994 წელს გაცილდა ერთმანეთს. გავრცელებული ინფორმაციით, გაყრა კოსტნერს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა.

კოსტნერი კრისტინ ბაუმგარტნერზე 2004 წელს დაქორწინდა. ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში, კოსტნერი People-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ ბაუმგარტერის წყალობით, მათი სახლი უფრო ლამაზი იყო: "მისი წყალობით, ყველაფერი უფრო თბილია. წვრილმანები, რასაც ის სიყვარულით აკეთებს, სახლს მისად აქცევს. "

წყაარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა