ავტორი:

"შემომდის ათასობით მესიჯი, აი, თქვენი რძალი როგორ იქცევაო... მინდა, გითხრათ, რომ ჩემი რძალი აღარ არის, გიორგი ცოლს გაშორდა" - ლენუკა ყიფშიძე

"შემომდის ათასობით მესიჯი, აი, თქვენი რძალი როგორ იქცევაო... მინდა, გითხრათ, რომ ჩემი რძალი აღარ არის, გიორგი ცოლს გაშორდა" - ლენუკა ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს ენი გასოევას დაშორდა. ინფორმაციას მსახიობის და ლენუკა ყიფშიძე ავრცელებს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა „ოფენ ეარზე“ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ყიფშიძის ყოფილი მეუღლე უცნობ მამაკაცს მკერდზე კოცნის.

ვიდეოს კომენტარებში მომხმარებლები კითხულობდნენ, ვინ იყო ეს მამაკაცი და რა ურთიერთობა ჰქონდათ ახლა გასოევასა და ყიფშიძეს. როგორც ჩანს, სწორედა ამ ფაქტმა გააღიზიანა ლენუკა და გადაწყვიტა ვიდეო გამოექვეყნებინა.

ლენუკა ყიფშიძე:

- შემომდის ათასობით მესიჯი, აი, თქვენი რძალი "ოფენ ეარზე“ როგორ იქცევა. მინდა, გითხრათ, რომ ჩემი რძალი აღარ არის. გიორგი გაშორდა თავის ცოლს და ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნურც მე მწერთ და ნურც ჩემ ძმას, ნუ წაუღეთ ტვინი.

ენი გასოევამ და გიორგი ყიფშიძემ 2020 წელს იქორწინეს. ენი მაშინ 24 წლის იყო. გიორგი ინტერვიუებში ამბობდა, რომ ასაკობრივ სხვაობას ქორწინებაში ხელი არ შეუშლია და სიდედრი მისი ასაკის იყო. სამი წლის განმავლობაში წყვილს ორი შვილი, კოსმო და ლუნა ყიფშიძეები შეეძინათ.

გიორგისთვის ეს მესამე ქორწინება იყო, პირველი ქორწინებიდან კრისტი ყიფშიძესთან, ქალიშვილი ნატალია ჰყავს, მეორე ქორწინებაში ანი ჩიკვილაძესთან კი ვაჟი, ალექსანდრე.