ავტორი:

მეთ დეიმონი ამბობს, რომ სკარლეტ იოჰანსონთან კოცნა მისთვის ჯოჯოხეთი იყო - "წარმოგიდგენიათ, როგორი საშინელება გადავიტანე?"

მეთ დეიმონი ამბობს, რომ სკარლეტ იოჰანსონთან კოცნა მისთვის ჯოჯოხეთი იყო - "წარმოგიდგენიათ, როგორი საშინელება გადავიტანე?"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა მეთ დეიმონმა ახალი ფილმის, Oppenheimer-ის შესახებ ისაუბრა. ფილმში ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. თუმცა "ოპენჰაიმერის" გარდა მან სხვა ფილმებიდან მიღებული გამოცდილებაც გაუზიარა ფანებს.

დეიმონმა 2011 წელს გადაღებული ფილმი, "ჩვენ ზოოპარკი ვიყიდეთ" გაიხსენა, სადაც მისი პარტნიორი სკარლეტ იოჰანსონი იყო. მეთის თქმით, სკარლეტის კოცნა მისთვის საშინელი გამოცდილება იყო.

მეთმა სკარლეტის კოცნას "ჯოჯოხეთური" უწოდა.

"წარმოგიდგენიათ, როგორი საშინელება იყო ეს ჩემთვის?! ეს ჯოჯოხეთი იყო. გვეგონა, რომ გადაღებები დასრულდა და ორივე ლანჩზე გავედით.

სკარლეტმა ხახვის სენდვიჩი მიირთვა, მოგვიანებით კი რეჟისორმა გვითხრა, რომ კოცნის სცენა უნდა გადაგვეღო. ამ დროს სკარლეტმა წამოიძახა: "ოჰ, ჯანდაბა, ახლახან ხახვის სენდვიჩი ვჭამე", - იხსენებს დეიმონი.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა