ავტორი:

"ამ დროს ყველა იმედს ეჭიდები... ვიდრე წავკისში არ ავედი და სასახლე არ დავინახე, არ დავიჯერე" - თეონა ბაღდავაძე დის გარდაცვალებით მიღებულ შოკსა და ტკივილზე

"ამ დროს ყველა იმედს ეჭიდები... ვიდრე წავკისში არ ავედი და სასახლე არ დავინახე, არ დავიჯერე" - თეონა ბაღდავაძე დის გარდაცვალებით მიღებულ შოკსა და ტკივილზე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, თეონა ბაღდავაძეს გასულ თვეში და ტრაგიკულად გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქალი ავარიაში მოჰყვა. ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში თეონა ბაღდავაძემ საკუთარ განცდებზე ისაუბრა - თუ როგორ უმკლავდება უახლოესი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილებს.

"დედაჩემს რომ დავურეკე, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ხმა ჰქონდა, აბსოლუტურად, ჩამქრალი იყო მისი ხმა. მითხრა, ავარია მოხდა და თამუნა არის მძიმედო. ხომ ცოცხალია-მეთქი და კიო. იმ მომენტში შენი თავის გრცხვენია, ცოცხალ ადამიანზე რატომ კითხულობ ამას. ყველა იმედს ეჭიდები. შენზეა დამოკიდებული, შენ თუ დაიჯერებ, რომ ცოცხალია, ცოცხალია.

ვიდრე წავკისში არ ავედი და დავინახე სასახლე, მანამ სახეზე არ დავხედე, არ დავიჯერე.

იმ მომენტში, როცა გავიგე ეს ამბავი, იტალიაში ორ ბავშვთან ერთად ვიყავი - შვილთან და მის მეგობართან. საერთოდ დავკარგე ტრაექტორია. ვერ მივხვდი, ეს ბავშვები ვისთან იყვნენ, მე ორი ჩემოდანით რატომ ვიყავი...

მილანში არის ეკლესია, შევედი, ახლა მგონია, რომ სიზმარია, მაგრამ იქედან პატარა დაპრინტული კათოლიკური ხატი წამოვიღე, შევედი და ისე ვხაოდი, საერთოდ ხმამაღალი ადამიანი არ ვარ, ისე ვხაოდი, შემოვარდა დაცვა და სასწრაფოს ექიმი. ამ დროს მივხვდი, რომ მე არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი.

სახეზე რომ დავხედე და ამოვიცანი ჩემი და, პირველი რაც ვუთხარი, იყო - ვარდისფერი პიჯაკი რომ ჩამოგიტანე, ახლა რა უნდა ვუყო ამ პიჯაკს-მეთქი.

მაშინვე დავიწყე ცხოვრებასთან შერიგება და ყოფით საკითხებზე ვსაუბრობდი. ეს ალბათ უფრო სევდიანი სანახავია, ვიდრე ადამიანი, რომელიც დამხობილი ტირის.

ეს არის ორი სამყაროს ჭიდილი - არ მგონია, რომ ადამიანები ივიწყებენ და ახალ რეალობას ეგუებიან. არასოდეს მიფიქრია, რომ სიკვდილთან ასე ახლოს მომიწევდა ყოფნა. არ მიფიქრია, რომ ჩემი ახლობლები შეიძლება აღარ ყოფილიყვნენ.

ყველაზე მეტად უჭირს დედაჩემს და მამაჩემს. მე სულ გოგიზე ვლაპარაკობ, თითქოს დედას არ უჭირდეს... მაგრამ იშვიათია მამაჩემისნაირი მამა. მამაჩემი არის კაცი, რომელსაც სკოლაში რომ მივდიოდი, შეეძლო, ფეხსაცმელი თვითონ გაეწმინდა. ასეთი თავდახრილი მამაჩემის ყურება... ის ძალიან ოპტიმისტი და ძლიერია, არის ძალიან რთული. რა თქმა უნდა, დედაჩემის ემოციებამდე ემოციურად ვერ მივდივარ, რადგან წარმოუდგენელია." - ამბობს თეონა ბაღდავაძე.