ავტორი:

რა არის ცნობილი "ეშმაკის კომეტაზე", რომელიც დედამიწისკენ მოფრინავს - ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს პლანეტას?

რა არის ცნობილი "ეშმაკის კომეტაზე", რომელიც დედამიწისკენ მოფრინავს - ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს პლანეტას?

როგორც Fox News-ი იუწყება, დედამიწის მიმართულებით მოფრინავს "ეშმაკის კომეტა", რომელიც ზომით ორჯერ აღემატება ევერესტს.

როგორც არიზონას ქალაქ ფლაგსტაფში, ლოუელის ობსერვატორიის პოსტდოქტორანტმა ტედი კარეტამ აღნიშნა, სავარაუდოდ, ციური სხეული კაცობრიობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"შეიძლება საკმარისად კაშკაშა იყოს შეუიარაღებელი თვალით ან ბინოკლებით დასანახად, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ის დედამიწას მოუახლოვდება. უბრალოდ, ის ჩვეულებრივ ძალიან კაშკაშაა."

ყველაზე კაშკაშა კომეტა 2024 წლის, აპრილის შუა რიცხვებში, დედამიწიდან დაახლოებით 232 მილიონი კილომეტრის დაშორებით იქნება.

"მომავალი წლის აპრილში მზის სრული დაბნელება მოხდება, ამიტომ ადამიანებმა უნდა მონიშნონ ეს თარიღი კომეტის სანახავად“, - ამბობს მეცნიერი.

  • "ეშმაკის კომეტა" - რა არის ცნობილი მის შესახებ?

ე.წ "ეშმაკის კომეტა" (12P/Pons-Brooks) პირველად 1812 წელს აღმოაჩინეს, განმეორებით კი 1883 წელს ნახეს.

ბრიტანეთის ასტრონომიული ასოციაციის თანახმად, ის ერთ-ერთია 20 სხვა კომეტადან, რომელსაც აქვს აქტიური ყინულის ვულკანი.

მას მეტსახელი "ეშმაკისეული" მას შემდეგ დაარქვეს, რაც ასტრონომებმა შენიშნეს "რქები" მისი ბირთვის გარშემო. ზოგიერთი მას ვარსკვლავური ომების Millennium Falcon-ს ადარებს. მეცნიერები ამბობენ, რომ "რქები“ სინამდვილეში გაზისა და მტვრის კუდებია უჩვეულო გამონაბოლქვიდან, რომლებიც ჯერ კიდევ შესასწავლია.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგვისტოს ბოლოს დედამიწას მიუახლოვდა პოტენციურად საშიში ასტეროიდი 6037 (1988 EG). მისი დიამეტრი 960 მ-მდე იყო, რაც დაახლოებით ცხრა ფეხბურთის მოედნის სიგრძეა.