ავტორი:

ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება - ჟურნალი OK!

ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება - ჟურნალი OK!

ქეთი ხატიაშვილი მთავარ ფოტოზე: ნანო თენოშვილის ფოტო

ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი მეორე შვილს ელოდება. ინფორმაციას და ორსული ქეთის ექსკლუზიურ ფოტოს ჟურნალი OK ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქეთი ხატიაშვილი ბოლო წლებია, პარლამენტში დიდი რაგბიდან წასულ დავით კაჭარავას გვერდით ჩნდება. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის, თუმცა ბევრს მოგზაურობს, უქმეებს კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ატარებენ...

წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ. 2007 წელს დავით კაჭარავამ ანკა დუნდუაზე იქორწინა. წყვილი წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო საერთო შვილი ნიკოლოზიც... ანკა დუნდუა დღეს ცნობილი ინფლუენსერი და პილატესის სერთიფიცირებული ინსტრუქტორია.

2022 წლის 4 ოქტომბერს, კაჭარავა მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა. მმართველი პარტია ოთხ დეპუტატთან, ეკა სეფაშვილთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან, დაჩი ბერაიასთან და ზაალ მიქელაძესთან ერთად დატოვა.

ქეთი ხატიაშვილი ბავშვობიდან შრომისმოყვარე და მიზანდასახული იყო. 4 წლისამ დაიწყო ტანვარჯიშზე სიარული და იმდენად შეუყვარდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში სიხარულით მიდიოდა. ინტენსიურმა ვარჯიშებმა, ბუნებრივმა მონაცემებმა წარმატება მალე მოუტანა. 4 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო.

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ საყვარელი საქმე სხვაგვარად გააგრძელა. დააარსა ტანვარჯიშის აკადემია, სადაც უამრავი პატარა გოგონა ვარჯიშობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მომხიბლავი გარეგნობა და პროფესიონალიზმი ტელეწამყვანს ბევრისგან გამოარჩევს.

ქეთის პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად აქვს და ეს მის განწყობაზეც ისახება. ცოტა ხნის წინ ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში ტანმოვარჯიშე ამბობდა, რომ პოლიტიკოსი შეყვარებულის გამო ჩაცმის სტილის შეცვლაც კი უწევს ზოგჯერ:

"თუ კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, ვერც ვმუშაობ და დასვენებასაც ვერ ვირგებ. სამსახურები ისეთი მაქვს მინდა, არ მინდა, მაგრამ კლასიკურად ჩაცმა მიწევს. ზოგჯერ კაჭისთან (დავით კაჭარავა) ერთად შეხვედრებზე დავდივარ და შესაბამისი პროტოკოლით უნდა გამოვიყურებოდე. ძალიან მიყვარს ბრენდული სამოსი, თუმცა ქართველი დიზაინერების შექმნილიც შემიძენია და ვინტაჟურ, ე.წ. მეორად მაღაზიებშიც დავდივარ. მთავარია კარგი ხარისხის იყოს, მომეწონოს და მოვირგო. შოპინგი დიდ სიამოვნებას მანიჭებს" - ამბობს ის.