როგორ მორთოთ სახლი საახალწლოდ „თეთრი სახლივით“ - სად იპოვით მსგავს საახალწლო დეკორაციებს დიდი ფასდაკლებით

როგორ მორთოთ სახლი საახალწლოდ „თეთრი სახლივით“ - სად იპოვით მსგავს საახალწლო დეკორაციებს დიდი ფასდაკლებით

2024 წლის შესახვედრად „თეთრი სახლი“ უკვე მოირთო სადღესასწაულო დეკორით, რომელიც 142000-ზე მეტ განათებას და 33 000 სათამაშოს მოიცავს. წელს, თეთრი სახლის სადღესასწაულო თემაა „მაგია, სასწაული და სიხარული“. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი, ამ სეზონზე დაახლოებით 100 000 სტუმრის მიღებას გეგმავენ თეთრ სახლში, რომლის მორთვაშიც მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ერთ-ერთი მთავარი ელემენტი თეთრი სახლის საახალწლო დეკორში კლასიკური ფერთა გამაა - წითელი, ცისფერი და თეთრი. გამოიყენეთ ისინი ნაძვის ხის, კარების, ფანჯრებისა და სხვა სივრცის მოსართავად.

ვარდისფერი ასევე დიდი დოზითაა წარმოდგენილი ცისფერთან კომბინაციაში. ფიგურებში შეხვდებით სახლებს, ჯინჯერის ორცხობილის ფიგურებს და ფერად-ფერადი საკონდიტრო პროდუქტების ფიგურებს: ნაყინები, დონატები, მაკარონები, ლოლი პოპები, კანფეტები და ტორტები - მრავლადაა გამოყენებული თეთრი სახლის მორთვაში.

მსგავსი სათამაშოების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“, რომელიც 7 დეკემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე აგრძელებს მომხმარებლების გახარებას წარმოუდგენელი ფასდაკლებებითა და გრანდიოზული შეთავაზებებით.

ანალოგიურ ფერებში წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის ნაძვის ხის სათამაშოები.

აქ ნახავთ თოვლის კაცუნებს, სახლებს, ნაძვის ხეებს, ბურთებს, ნაყინებს, კანფეტებს და ა.შ.

როგორც ძალიან დიდი ნაძვის ხისთვის, ასევე პატარებისთვისაც.

განათებები უდიდეს როლს თამაშობს თეთრი სახლის დეკორში. განათავსეთ ბევრი გირლიანდა ფანჯრებზე, კედლებზე და ოთახის სხვა ადგილებში.

ეს სახლში შექმნის ჯადოსნურ ატმოსფეროს. განათებების ფართო არჩევანი დაგხვდებათ „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“.

ნაძვის ხის მწვანე და ოქროსფერი ფერების კომბინაცია ასევე შედის თეთრი სახლის საახალწლო დეკორში.

ასევე, დიდი აქცენტითაა წითელი ფერიც.

ფესტივალზე წითელი და ოქროსფერი ფერის სათამაშოების და დეკორაციების ყველაზე ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

მაკნატუნას ფიგურები წელსაც არ კარგავს აქტუალობას თეთრი სახლის საახალწლო გაფორმებაში.

სხვადასხვა ფერის და ზომის მაკნატუნებს ასევე ნახავთ საახალწლო ფესტივალზე და ისარგებლებთ გრანდიოზული ფასდაკლებით.

არ დაგავიწყდეთ გვირგვინები და ნაძვის ტოტები - მიამაგრეთ ისინი კარზე, დადეთ ფანჯრის რაფებზე, ავეჯზე, მორთეთ დეკორატიული ბუხარი. ნაძვის ტოტების გირლიანდები შესანიშნავი ელემენტი იქნება თეთრი სახლის დეკორის სტილში. მათთან კომბინაციაში იდეალურია მატარებელი, სახლების და ნაძვის ხის პატარა ფიგურები.

ამ ყველაფერს „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ იპოვით, რომლის დასრულებამდე მხოლოდ ერთი დღე რჩება. გამოიყენეთ შანსი და სტატიაში მოცემული იდეები შთაგონებისთვის, რომ თქვენი სახლი ჯადოსნური დღესასწაულის ადგილად აქციოთ.

შეგახსენებთ, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით "თიბისის" Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. ამასთან, განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ ფესტივალში მონაწილე სხვა კომპანიებს. „ბიბლუსის" საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

#ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი #თიბისი #Visa #ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი

R