ბრინჯაოს დანადგარში წარმოებული მაკარონი და მისი დამზადების ტექნიკა

ბრინჯაოს დანადგარში წარმოებული მაკარონი და მისი დამზადების ტექნიკა

ლეგენდის თანახმად, პასტა მარკო პოლომ ჩინეთიდან იტალიაში მე-13 საუკუნეში ჩაიტანა. უძველესი პასტის ნიმუშები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩინეთსა და საბერძნეთშია ნაპოვნი. ნიმუშების თანახმად, პროდუქტი უმეტესად ბრინჯის ფქვილით მზადდებოდა და აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებული იყო.

იტალიაში პასტის უფრო განსხვავებული სახეობები დამკვიდრდა. აქ პროდუქტს უხეში ხორბლისგან ამზადებდნენ და გრძელი ძაფების ფორმას აძლევდნენ. მე-17 საუკუნეში მაკარონი ნეაპოლში ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი გახდა და აქ მცხოვრებლებს „მაკარონის მჭამელებადაც“ კი მოიხსენიებდნენ.

იტალიური მაკარონის ტრადიცია გრძელდება. ადგილობრივი მწარმოებლები ინარჩუნებენ მისი დამზადების ძველ მეთოდს და ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით მასში ახალი ელემენტები შეაქვთ. უხეში ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს და ბოჭკოს, ასევე სელენისა და მანგანუმის შესანიშნავი წყაროა.

აღნიშნული სახის ნედლეულითა და უახლესი ტექნოლოგიებით პასტის დამზადების ტრადიციას ინარჩუნებს იტალიური მწარმოებელი „რეჯია“, რომელიც საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მისი სპეციალური ხაზი - La Ruvida Italiana Line სწორედ აღნიშნული სტანდარტის მიხედვით არის წარმოებული.

„რეჯიას“ La Ruvida Italiana-ს ხაზი 100% იტალიური უხეში ხორბლისგან იწარმოება, მწარმოებელი მაკარონის დასამზადებლად სპეციალურ ტექნოლოგიას - ბრინჯაოს დანადგარებს იყენებს. დანადგარში მიღებული ცომის მასისგან მაკარონის ფორმები ლითონის ფირფიტებით იჭრება, სწორედ ამის გამო უწოდებენ მას ბრინჯაოს მაკარონს.

აღნიშნული ტექნიკა მაკარონის ზედაპირს ხდის უფრო უხეშს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უფრო უკეთ იხარშება და ძალიან მცირე რაოდენობით სოუსიც კი საკმარისია სასიამოვნო გემოვნური თვისებების მქონე კერძის მისაღებად.

უმაღლესი ხარისხის იტალიური ნედლეული და დანადგარები, რომლებიც პროდუქტს განსაკუთრებულ გემოს უნარჩუნებს La Ruvida Italiana Line-ს გამორჩეულს ხდის, რაც პასტის მოყვარულებს შეუმჩნეველი არ რჩებათ.

„რეჯიას“ აღნიშნული ხაზი სხვა სახეობის მაკარონისგან შეფუთვის დიზაინითაც განსხვავდება. ის ტრადიციებითა და თანამედროვე ხელოვნებით არის შთაგონებული.

პასტა „რეჯია“ გამორჩეულია თავისი ისტორიითა და ტრადიციების მიმართ ერთგულებით. თითქმის 70-წლიანი ისტორიის მანძილზე პალანტეს ოჯახმა (დამფუძნებლები) შექმნა ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ოჯახი ენდობა. „რეჯიას“ წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის დურუმის ხორბალი და უახლესი ტექნოლოგიები, რათა ჩვენამდე სრულყოფილი პროდუქტი მოვიდეს. La Ruvida Italiana - ს ხაზის შექმნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

R