ავტორი:

წყალში ჩაძირული სოფელი ჩინეთში, რომლის მაცხოვრებლებსაც ხმელეთზე გადასვლა არ სურთ - როგორ ცხოვრობენ სანდუოელები?

წყალში ჩაძირული სოფელი ჩინეთში, რომლის მაცხოვრებლებსაც ხმელეთზე გადასვლა არ სურთ - როგორ ცხოვრობენ სანდუოელები?

თევზის, მოლუსკის, კრევეტების და სხვა ზღვის ცხოველების მოშენება ჩინეთში ტრადიციულ საქმიანობად ითვლება - ამისთვის ყველაზე პრაქტიკული ადგილი სანდუოს დასახლებაა. მისი მოსახლეობა ფაქტობრივად წყალზე ცხოვრობს. სახლებიც კი წყალზეა აშენებული. ხალხი ხმელეთზე მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს. წყლის „ბოსტნეულის ბაღი“ მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომლის მოსავალსაც საბითუმო მოვაჭრეებზე ყიდიან.

პირველი ჩინური დასახლებები თავდაპირველად სანაპიროებზე გამოჩნდა. მოსახლეობა თევზის მოშენებით იყო დაკავებული. მოგვიანებით ადამიანებმა დაიწყეს გადაადგილება წყლით დაფარულ სხვა ადგილებში - ასე დაიწყო წყლის დასახლებების ჩამოყალიბება.

წყალზე გაშენებული სოფელი სანდუო

სოფელი სანდუო ფუჯიანის პროვინციაში მდებარეობს. იმის გამო, რომ სანაპირო ზოლი ძალიან დახრილია, მის კიდეზე ბევრი ყურეა. ტერიტორიაზე მოჰყავთ ჩაის ცნობილი ჯიშები, ასევე გავრცელებულია მოლუსკის მოშენება. მოსახლეობის რაოდენობა 10 ათას ადამიანს შეადგენს.

წყალზე ცხოვრებას ერთი პრობლემა აქვს - მოსახლეობა ნაგვის ნარჩენებს უმეტესად წყალში ყრის, რაც ტერიტორიის დაბინძურებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სოფელს აქვს სპეციალური ნავები ნაგვის შესაგროვებლად, ძნელია წესრიგის აღდგენა იმ ადგილებში, სადაც სისუფთავე არ არის დაცული. სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებას წყალზე დასახლებების აკრძალვა სურდა, მაგრამ ამის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, ასეთი მეურნეობებიდან მიღებული მოგება მნიშვნელოვანია.

წყალზე გაშენებული სხვა დასახლებები ჩინეთში:

ჟუჟიაჯიაო

ქალაქი 1700 წლის წინ აშენდა. იგი შანხაიდან 30 კმ-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე არაერთი ისტორიული შენობა განთავსებული, ამიტომ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სუჯოუ

მინგისა და კინგის დინასტიების დიდგვაროვნები სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. ქალაქის ცენტრი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია.

ჩიბაო

შანხაიში გამავალმა მდინარემ ხელი შეუწყო წყალზე დასახლებების წარმოქმნას. ერთ-ერთი უძველესი სოფელია ჩიბაო. იგი I ათასწლეულის ბოლოს აშენდა. ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობა 907-960 წლებში აშენებული ტაძარია, რომელიც ინახავს ლეგენდას დამალული შვიდი განძის შესახებ.

ჟუჟუანგი

900 წლის წინ აშენებულ ამ ქალაქს "აღმოსავლეთის ვენეციას" უწოდებენ. ქალაქის ცენტრში მდინარე გადის, რომლის გასწვრივაც სახლებია აშენებული. მოსახლეობა კი ნავთ გადაადგილდება.