ავტორი:

"ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის" - რას წერს UFC მერაბ დვალიშვილსა და სხვა ქართველებზე

"ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის" - რას წერს UFC მერაბ დვალიშვილსა და სხვა ქართველებზე

17 თებერვალი MMA-ის ქართველი სპორტსმენებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ილია თოფურია ტიტულისთვის იბრძოლებს და ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, ამავე დღეს UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეჰუდოს ბრძოლას ვნახავთ.

ბრძოლების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მებრძოლებზე წერს და მერაბ დვალიშვილთან პატარა ინტერვიუს აქვეყნებს.

  • "ქართველი მებრძოლები თავიანთ კვალს ტოვებენ UFC-ში, მათ მოაქვთ სიამაყე და აღიარება, თავიანთი პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის", - ვკითხულობთ UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ მერაბ ვალიშვილი UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

"ილია თოფურია ტიტულისთვის იბრძვის, ის პირველი ქართველი იქნება, ვინც ქამრისთვის იბრძოლებს, მე ძალიან ვამაყობ მისით. ეს ჩვენთვის ოცნება და მართლაც დიდი საქმეა. გიგა ჭიკაძე კიდევ ერთი საოცარი მებრძოლია, მოუთმენლად ველოდები მის დაბრუნებას. გვყავს ასევე რომან დოლიძე“, - ამბობს მერაბი და მიანიშნებს, რომ სჯერა, მალე უფრო მეტ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ UFC-ში. მერაბი დასძენს, რომ ძალიან ამაყობს ქართველი სპორტსმენებით.

  • დვალიშვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში MMA არ იყო პოპულარული და შედარებით უცნობი სპორტის სახეობა იყო, რომელსაც მოიხსენიებდნენ როგორც ბრძოლას, წესების გარეშე.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ UFC-ში ამ მებრძოლების გამოჩენასთან ერთად, საქართველოში MMA-ის პოპულარობა გაიზარდა, რაც შთააგონებს სპორტსმენების ახალ თაობას. დვალიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სპორტის პოპულარიზაციაში და შთაგონების წყაროდ იქცა თავის მშობლიურ ქალაქში დამწყები მებრძოლებისთვის.

"ვიცნობ რამდენიმე მებრძოლს, რომლებმაც ჩემ გამო დაიწყეს MMA, ახლა კი პროფესიონალი მებრძოლები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ბებერი ვარ“, - გაეცინა დვალიშვილს.

  • დვალიშვილი ოცნებობს UFC-ის ბრძოლის საქართველოში გამართვაზე და წარმოიდგენს ამას როგორ მისი MMA-ის სამყაროში მოგზაურობის კულმინაციას, მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის გარშემოც მისი ქვეყანა გაერთიანდებოდა.

“თუ ოდესმე საქართველოში ვიბრძოლებ, ეს ჩემი ოცნების ახდენა იქნება. ეს ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა“, - ამბობს დვალიშვილი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე