ავტორი:

შეიძინე მეორადი ჯიპები "თეგეტა ეფრუვდზე" და იმგზავრე უსაფრთხოდ

შეიძინე მეორადი ჯიპები "თეგეტა ეფრუვდზე" და იმგზავრე უსაფრთხოდ

მეორადი მანქანების ყიდვა თითოეული მძღოლისთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამისთვის გვიწევს, გავითვალისწინოთ უამრავი დიდი თუ მცირე დეტალი. აქვს თუ არა ავტომანქანას გავლილი ტექნიკური შემოწმება, როგორია მისი ისტორია და სხვა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, თითოეულ ჩვენგანს აღარ აქვს საკმარისი დრო და ენერგია აღნიშნულისთვის. წარსულში ხარისხიანი მეორადი მანქანები საქართველოში რთულად ხელმისაწვდომი იყო. მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის სისტემა კი - მოუწესრიგებელი და გაუმართავი. მომხმარებელს არ ჰქონდა სანდოობის განცდა, არც შესაბამისი გარანტია.

მეორადი ავტომობილების სწრაფი და კომფორტული შეძენისთვის შეიქმნა „თეგეტას“ ინოვაციური პლატფორმა - „თეგეტა ეფრუვდი“. აღნიშნულ პლატფორმაზე შეხვდები აუქციონზე შეძენილ, სერტიფიცირებულ ავტომობილებს. თითოეული მათგანი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, აქვს სუფთა ისტორია, არის გამართული როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად. ყველა მანქანა გადის 140-პუნქტიან შემოწმებას, ამასთან ერთად, მომხმარებელს დამატებით შეუძლია შეიძინოს „თეგეტა ეფრუვდის“ 1-დან 5 წლამდე გარანტია.

„თეგეტა ეფრუვდი“ ავტომობილების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ შეხვდები jeep, toyota, hyundai, mazda, kia, BMW, Lexus და სხვა ბრენდებს. ასევე, პლატფორმაზე განთავსებულია მეორადი ჯიპები, რომლებიც ბრენდისა და შენთვის ხელსაყრელი მახასიათებლების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო.

თუ გინდა, რომ ჯიპი შეიძინო, გაეცანი რამდენიმე მოდელს:

toyota rav4 XSE - ჯიპის ტიპის ავტომობილი კლასიკური, დახვეწილი ინტერიერითა და განსაკუთრებულად ტყავის სალონით, ნებისმიერი მოგზაურობისას სანდო პარტნიორობას გაგიწევს. ავტომობილს აქვს 2.5L L4 DOHC 16V ძრავა. აღნიშნული მანქანა ფასდაკლებით 95,850 ლარად შეგიძლია შეიძინო.

toyota highlander XLE AWD V6 – 2021 წლის პრემიუმ კლასის მაღალი გამავლობის მქონე ჯიპის ტიპის ავტომობილია, რომელიც დახვეწილი ექსტერიერითა და ინტერიერით გამოირჩევა. მისი ძრავაა 3.5L V6 DOHC 24V, ხოლო გარბენი - 3,781 კილომეტრი. აღნიშნული ავტომობილის შეძენა ფასდაკლებით 92,300 ლარად შეგიძლია.

hyundai tucson 2022 (Limited) წლის მოდელი მართლაც კარგი არჩევანია, თუ მომხმარებელს ჯიპის შეძენა სურს. ავტომობილის გარბენი 18,527 კილომეტრია, აქვს 2.5L L4 DOHC 16V ძრავა, ტყავის ინტერიერი, ავტომატური ფარები და სხვა მახასიათებლები.

mazda cx 5 Sport AWD – 2019 წლის ელეგანტური მოდელი საიმედო პარტნიორია ნებისმიერი მოგზაურობისას. იაპონურ ავტომობილს აქვს ყველაფერი მძღოლისა და მგზავრების კომფორტისათვის, 2.5L L4 DOHC 16V ძრავა, ბენზინის ტიპის საწვავი. მანქანის გარბენი

32,385 კილომეტრია. ამ ავტომობილის შეძენა ფასდაკლებით 44,000 ლარადაა შესაძლებელი.

kia sportage LX FWD 2020 წლის კიდევ ერთი გამორჩეული სამხრეთ კორეული ბრენდის ავტომობილია. ჯიპის ტიპის მანქანა შესაბამისია ნებისმიერი ტიპის გზაზე გადასაადგილებლად, როგორც მთაში, ისე ქალაქში. აქვს 2.4L V6 DOHC 24V ძრავა, გარბენი კი 16,974 კილომეტრია. ამჟამად ავტომობილის ფასდაკლებული ფასი 40,500 ლარია.

„თეგეტა ეფრუვდი“ თითოეულ მომხმარებელს შეძენის, გაყიდვისა და გადაცვლის წარმოუდგენლად მოქნილ და კომფორტულ პირობებს სთავაზობს, რაც სრულიად ცვლის ქართველი მომხმარებლის წარსულ გამოცდილებას. პლატფორმაზე შერჩეული ავტომობილის ტესტდრაივზე გამოცდაც არის შესაძლებელი. შეძენის შემთხვევაში კი - ონლაინდაჯავშნა, მიწოდების ძალიან კომფორტულ პირობებთან ერთად.

მეორადი მანქანების ყიდვა ასეთი მარტივი მართლაც არასდროს ყოფილა.

ეწვიე „თეგეტა ეფრუვდის“ ვებგვერდს: tegetaapproved.ge ან დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 032 226 44 44.

NS