ავტორი:

ვინ არის გიორგი ბარვენაშვილი, ვინც პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა?

ვინ არის გიორგი ბარვენაშვილი, ვინც პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა?

"ქართული ოცნების“ სიით საკანონმდებლო ორგანოში, ირაკლი კობახიძის ნაცვლად, დღეიდან გიორგი ბარვენაშვილი შევიდა.

პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის – გიორგი ბარვენაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

ბარვენაშვილი დეპუტატად 91 ხმით დაამტკიცეს.

გიორგი ბარვენაშვილის სახელი მედიით პირველად 2019 წლის ნოემბერში გახმაურდაა, რაც იტალიაში, კომოს ტბაზე მის დაბადების დღეზე მიწვეულ "ქართული ოცნების" ლიდერებს უკავშირდებოდა.

ის ბიზნესმენია. გიორგი ბარვენაშვილმა 2012 წლიდან დღემდე 5 კომპანია დააფუძნა. ბარვენაშვილმა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას 60 ათასი ლარი შესწირა. 2020 წლის 14 სექტემბერს კი მმართველ პარტიას ჩაურიცხა 60 ათასი ლარი. გიორგი ბარვენაშვილი მეორედ გახლავთ დაოჯახებული, მისი მეუღლე მაიკო მაისაძეა.

ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, პარლამენტში შემცვლელი არ ეყოლება, რადგან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და შუალედური არჩევნები საარჩევნო წელს არ იმართება.

იხილეთ ასევე: