ავტორი:

აბაზანის ავეჯის შერჩევა რემონტისას - რჩევები ვიტრასგან

აბაზანის ავეჯის შერჩევა რემონტისას - რჩევები ვიტრასგან

სააბაზანოს ავეჯი სივრცის როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური მხარის განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რემონტისას შესაფერისი ავეჯის შერჩევა.

სანტექნიკური პრემიუმ პროდუქტების შოურუმი "ვიტრა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. “ვიტრას” კატალოგში შემავალი აბაზანის ავეჯი უმაღლესი ხარისხით, თანამედროვე დიზაინითა და მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალით გამოირჩევა.

  • როგორ შევარჩიოთ აბაზანის ავეჯი?

იმისთვის, რომ აბაზანის ავეჯი სწორად შეარჩიოთ, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

სივრცე და განლაგება - ზუსტად გაზომეთ სივრცე და დარწმუნდით, რომ თქვენთვის სასურველი პროდუქტი სანტექნიკის მოწყობილობების ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.

სტილი და დიზაინი - განსაზღვრეთ რა ტიპის ვიზუალი შეესაბამება თქვენი აბაზანის ინტერიერს. თანამედროვე დიზაინის შემთხვევაში, შეარჩიეთ მინიმალისტური სტილის პროდუქტი. მნიშვნელოვანია ავეჯის შეფერილობა ოთახის ფერების პალიტრასთანაც იყოს ახლოს.

ავეჯის ფუნქციური მხარე - ყურადღების მიღმა არც ავეჯის ფუნქციური მხარე უნდა დაგრჩეთ. თუ გსურთ ხელსაბანის ფუნქციის მქონე კარადა შეარჩიოთ, დარწმუნდით, რომ სათავსო თქვენთვის სასურველ ყველა პროდუქტს იტევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავეჯი მარტივად მისადგომი იყოს ოჯახის ყველა წევრისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვისაც.

მასალა და გამძლეობა - აუცილებელია რომ აბაზანის ავეჯი ტენიანობის მიმართ იყოს მდგრადი. აგრეთვე მნიშვნელოვანია ავეჯი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იყოს დამზადებული, რათა მომხმარებლის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.

“ვიტრას” აბაზანის ავეჯი მდფ-ის ნესტგამძლე მასალისგან მზადდება. ზედაპირზე სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის მისაღებად კი შპონირების ტექნოლოგია გამოიყენება.

ბიუჯეტი - გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და შეიძინეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც თქვენს ბიუჯეტს ყველაზე მეტად შეესაბამება. მხედველობაში მიიღეთ მონტაჟის ხარჯებიც.

მოვლა და გასუფთავება - თუ არ გსურთ ავეჯისა და სანტექნიკის მოწყობილობების დასუფთავებაში დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ, შეარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ნაკაწრებსა და ლაქებს რთულად იჩენს.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით აუცილებლად შეძლებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული აბაზანის ავეჯის შეძენას.

  • აბაზანის ავეჯი - “ვიტრას” პროდუქტები

აბაზანის კარადა ხელსაბნით - ხელსაბნები სანტექნიკის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობებია, ხელსაბნის ფუნქციის მქონე აბაზანის კარადების მთავარი დანიშნულება კი სივრცის დაზოგვაა. სწორედ ამიტომ, ის საუკეთესოა მცირე ზომის აბაზანაში განსათავსებლად. ის ხელსაბანსა და სათავსოს აერთანებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, სასურველ ნივთს მარტივად მიწვდეს.

აბაზანის სარკე განათებით - სააბაზანოს სარკე მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ თავის მოვლის ისეთი პროცედურების ჩატარებას, როგორებიცაა წვერის პარსვა, მაკიაჟის კეთება და თმის მოწესრიგება.

აბაზანის სარკე კარადით - აბაზანის სარკეს კარადით აქვს სათავსო, რომელიც სარკისებური პანელის უკანაა განთავსებული. ის, ძირითადად, ხელსაბანის ზემოთ მონტაჟდება, რათა თავის მოვლის საშუალებების, მედიკამენტებისა და სხვა პროდუქტების უსაფრთხო შენახვა უზრუნველყოს.

აბაზანის სვეტი-კარადა - აბაზანის სვეტები დამატებითი სათავსო სივრცის მისაღებად გამოიყენება. მას როგორც დახურული, ისე ღია თაროები აქვს შუშის ან მდფ ფასადით.

“ვიტრას” მიზანია სააბაზანოები მომხმარებლისთვის კომფორტულ და ფუნქციურად გამართულ სივრცეებად აქციოს. სწორედ ამიტომ, ის უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მომხმარებელს.

აბაზანის ავეჯის, სანტექნიკის მოწყობილობებისა და კერამიკული ფილების შეძენა “ვიტრას” თბილისისა და ბათუმის შოურუმებშია შესაძლებელი. თბილისში მაღაზია აკაკი ბელიაშვილის #142-ში მდებარეობს, ბათუმში კი - შ. ხიმშიაშვილის #1-ში.

სასურველი პროდუქტის შეძენის შემდეგ შეგეძლებათ მიტანისა და მონტაჟის სერვისით სარგებლობაც.

(R)