ავტორი:

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს: რა გახდა ამის მიზეზი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს: რა გახდა ამის მიზეზი

რუსეთის კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის სასამართლომ ვადამდე გაათავისუფლა კრიმინალური ავტორიტეტი ზახარი კალაშოვი, ცნობილი როგორც შაქრო "მოლოდოი". ამის შესახებ კრასნოდარის ტერიტორიის სასამართლოების გაერთიანებული პრესსამსახური იტყობინება. მათივე ცნობით, კალაშოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღეს.

შაქრო მოლოდოი 2006 წლის მაისში, დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. იქ ის დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში და შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელი ცხრა წლით შეიცვალა.

განაჩენის გამოტანისთანავე ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის ორი მოთხოვნა მიიღო - პირველი რუსეთიდან მოვიდა. რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ რადგან კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო, სასჯელი რუსეთში უნდა მოეხდინა. მეორე - საქართველოდან, სადაც მას დაუსწრებლად მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისთვის.

კალაშოვი ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალად მოსკოვის რესტორან Elements-ის მფლობელისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვა ედებოდა. ეს შემთხვევა გახდა როჩდელსკაიას ქუჩაზე სროლის მიზეზი, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.

2018 წელს მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ კალაშოვი გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.