დევიდ ფინჩერს "კლეოპატრას" რეჟისორობა შესთავაზეს

დევიდ ფინჩერს "კლეოპატრას" რეჟისორობა შესთავაზეს

კინოკომპანია "Sony Pictures"-ი დევიდ ფინჩერს "კლეოპატრას" გადაღებას სთავაზობს.

ამ იდეის ავტორი პროექტის პროდიუსერი სკოტ რუდენია. მან ფინჩერთან ერთად "სოციალურ ქსელზე" იმუშავა. გარდა ამისა, რუდენი ფინჩერთან ერთად პროექტზე - "ქალიშვილი დრაკონის ტატუირებით" მუშაობს.

სკოტ რუდენი პირობას დებს, რომ კლეოპატრას შესახებ გადაღებული ახალი ფილმი მაყურებელს კლეოპატრას ჭკვიან პოლიტიკოსად, დიპლომატად და მეომრად გააცნობს. სავარაუდოდ, ეგვიპტის დედოფალს ანჯელინა ჯოლი განასახიერებს. 

მომზადებულია deadline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება