მიხაილ კასიანოვი - რუსეთის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ომში პროვოკაციით ჩაითრია

მიხაილ კასიანოვი - რუსეთის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ომში პროვოკაციით ჩაითრია

რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ომში პროვოკაციით ჩაითრია. როგორც სააგენტო "უნიანი" იუწყება, ამგვარი შეფასება რუსეთის ექსპრემიერმა მიხაილ კასიანოვმა მოსკოვში, კარგენის ცენტრში გამოსვლისას დააფიქსირა.

"მიგვაჩნია, რომ ეს ომი ფაქტობრივად, პუტინმა გააჩაღა, რამდენადაც ომამდე ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან საზღვარზე თავს უყრიდა ჯარებს და იქ თავმოყრილი ჯავშანტექნიკის რაოდენობა კურსკის ბრძოლას აღემატებოდა", - განაცხადა კასიანოვმა.

იგი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი წინასწარ იყო მომზადებული და სააკაშვილის პროვოცირება მოახდინეს.

"ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს მანდატის დარღვევით, სრულმასშტაბიანი ომი უნდა დაეწყო", - განაცხადა კასიანოვმა.

მას მიაჩნია, რომ ეს იყო კონფლიქტი არა საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, არამედ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე