სტატისტიკის ეროვნული სამსახური შაქრო კალაშოვის ყოფილ სახლში განთავსდება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური შაქრო კალაშოვის ყოფილ სახლში განთავსდება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, კოსტავას ქ#68ა-ს ნაცვლად, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა #31-ში განთავსდება. ამის შესახებ ”ინტერპრენიუსს” "საქსტატში” განუცხადეს.

როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ დრომდე პეკინის ქ#4-ში მდებარე შენობაშია განთავსებული, თუმცა ფართს უახლოეს დღეებში დატოვებს.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ "საქსტატის” თბილისის ცენტრიდან დაბა წყნეთში გადატანა, უცნობია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ამჟამინდელი შენობა 12 იანვარს გამართულ აუქციონზე 4 200 000 აშშ დოლარად შპს ”4 პეკინმა” შეიძინა. პეკინის ქუჩის N4-ში მდებარე მრავალსართულიანი საოფისე შენობის ახალი მესაკუთრე შენობაში თანამედროვე ბიზნეს-ცენტრის მოწყობას გეგმავს.

წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა #31-ში ამ დრომდე ელექტროენერგეტიკული სისტემების კომერციული ოპერატორი (ესკო) და ნავთობის სააგენტო იყვნენ განთავსებული. აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი ე.წ კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის საკუთრება იყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ