იზაბელ აჯანის ყოფილ საყვარელზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

იზაბელ აჯანის ყოფილ საყვარელზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

ცნობილი ფრანგი მსახიობის, იზაბელ აჯანის პოლიციაში დაბარების საფუძველი ანონიმური წერილია, რომელშიც ნათქვამია, რომ მან პირადი დაცვის თანამშომელს ყოფილ საყვარელზე თავდასხმა დაავალა. მას შემდეგ, რაც აჯანის ყოფილი საყვარლის - ნეიროქირურგ სტეფან დელაჟუას ადვოკატმა სამართალდამცავებს ანონიმური წერილი გადასცა,  თავდასხმის საქმე წარმოებაში დააბრუნეს. 

2009 წელს ორი შენიღბული ადამიანი ქუჩაში 44 წლის დელაჟუას დაესხა თავს - დელაჟუა წვეულებიდან ყოფილ მეუღლესთან ერთად შინ ბრუნდებოდა. ანონიმური წერილის ავტორი ირწმუნება, რომ თავდასხმის ორგანიზატორი აჯანი იყო.

წერილში საუბარია, რომ იზაბელ აჯანიმ პირად მცველს ყოფილი საყვარლის ცემა შეუკვეთა. ხოლო თარიღი ისე შეარჩია, რომ ეჭვი მომღერალ ჯონი ჰოლიდეის თაყვანისმცემლებზე აეღოთ, რადგან ნეიროქირურგს იმ დროს მომღერალთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

აჯანისა და სტეფან დელაჟუას ხუთწლიანი რომანი აკავშირებთ.

იზაბელ აჯანი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და იმედოვნებს, რომ წერილის ავტორი სათანადოდ დაისჯება.

მომზადებულია L'Express-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება