სელმა ჰაიეკის ქმარი ლინდა ევანგელისტას შვილის მამა აღმოჩნდა

სელმა ჰაიეკის ქმარი ლინდა ევანგელისტას შვილის მამა აღმოჩნდა

ლინდა ევანგელისტას (Linda Evangelista) შვილის მამა სელმა ჰაიეკის მეუღლე ფრანსუა-ანრი პინო აღმოჩნდა.

2007 წელს ლინდას წარმომადგენელი უარყოფდა, რომ მისი ვაჟის მამა სელმა ჰაიეკის მეუღლე იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიამართა, ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ლინდა ევანგელისტას შვილის მამა ნამდვილად ფრანსუა-ანრი პინოა.

თავად სელმა ჰაიეკი და ფრასუა ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ისინი 4 წლის ქალიშვილს ზრდიან. ფრანსუას პირველი ქორწინებიდან 2 კანონიერი შვილი ჰყავს.

ლინდა ევანგელისტა თავისი ვაჟის მამის ვინაობას წლების განმავლობაში მალავდა. ის აცხადებდა, რომ ბავშვი ნიუ-იორკელი არქიტექტორისგან გააჩინა. მოდელმა სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა. კომენტარზე უარი მისმა ადვოკატმაც განაცხადა. მოპასუხე მხარე პროცესზე არ გამოცხადებულა.

ევანგელისტასა და პინოს რომანი 2006 წელს დაიწყო, იმ დროს ფრანსუა სელმას ცოტა ხნით დაშორდა კიდეც.

მომზადებულია NYPOST-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება